
ნეშტთა შორისა ა 26:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
ნეშტთა შორისა ა 26:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:10 კონტექსტში
26:8ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.
26:9მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა.
26:10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
26:11ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა.
26:12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:10
- ნეშტთა შორისა ა 16:38და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,
- ნეშტთა შორისა ა 5:1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
- ნეშტთა შორისა ა 5:2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში