
ნეშტთა შორისა ა 26:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.
ნეშტთა შორისა ა 26:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:8 კონტექსტში
26:6მის ძეს, შემაყიას, ვაჟები შეეძინა, რომელნიც მამისსახლს განაგებდნენ, ვინაიდან მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
26:7შემაყიას ძენი: ყათნი, რეფაელი, ყობედი, ელზაბადი, მისი ძმანი, მაგარი ხალხი, ელიჰუ და სემაქიაჰუ.
26:8ყველანი ყობედ-ედომის ძენი იყვნენ. ისინი თავიანთი ძეებითა და ძმებითურთ მაგარი ვაჟკაცვბი იყვნენ და სამსახურის გაწევის უნარი ჰქონდათ. ყობედ-ედომს ასეთები სულ სამოცდაორი ჰყავდა.
26:9მეშელემიაჰუს თვრამეტი ვაჟი და ძმა, მაგარი ვაჟკაცები, ჰყავდა.
26:10ხოსას, მერარის ერთ-ერთი ძეთაგანის, ვაჟები: უფროსი შიმრი იყო (თუმცა პირმშო არ ყოფილა - მამამისმა არგუნა მას უფროსობა);
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:8
- კორინთელთა მიმართ ა 12:4ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.
- კორინთელთა მიმართ ა 12:11ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:6არა, ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:11თუ ლაპარაკობს ვინმე, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს; თუ მსახურებს ვინმე, ღვთის მიერ ბოძებული ძალით იმსახუროს, რათა სრულად იდიდებოდეს ღმერთი იესო ქრისტეს მიერ, ვისიცაა დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- მათეს სახარება 25:15ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თითოეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში