
ნეშტთა შორისა ა 26:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
ნეშტთა შორისა ა 26:13 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:13 კონტექსტში
26:11ხილკიაჰუ მომდევნო იყო, ტებალიაჰუ - მესამე, ზაქარიაჰუ - მეოთხე. ხოსას სულ ცამეტი ვაჟი და ძმა ჰყავდა.
26:12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
26:13ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
26:14აღმოსავლეთის მხარე შელემიაჰუს ერგო წილად. მის ვაჟს ზაქარიას, გონიერ მრჩეველს, უყარეს წილი და მას წილად ჩრდილოეთის მხარე შეხვდა.
26:15ყობედ-ედომს სამხრეთის მხარე ერგო წილად, მის ძეებს - საკუჭნაო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:13
- ნეშტთა შორისა ა 25:8სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
- ნეშტთა შორისა ა 24:31მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების, აარონიანთა მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.
- ნეშტთა შორისა ა 24:5ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთის სახლის წინამძღოლები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში