
ნეშტთა შორისა ა 25:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
ნეშტთა შორისა ა 25:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 25:8 კონტექსტში
25:6ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
25:7უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
25:8სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
25:9პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე - გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 25:8
- ნეშტთა შორისა ა 26:13ყველა კარიბჭეზე წილი ყარეს, როგორც დიდებმა, ისე პატარებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
- იგავესნი 16:33წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
- ნეშტთა შორისა ა 26:16შუფიმსა და ხოსას - დასავლეთის მხარე შეხვდა, შალექეთის ჭიშკართან, საიდანაც გზა ადის და დაცვა დაცვის პირისპირ დგას.
- ლევიანი 16:8წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.
- მეფეთა ა 14:41უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.
- მეფეთა ა 14:42თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი.
- ნეემია 12:24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.
- ნეშტთა შორისა ა 15:22ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 25
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში