
ნეშტთა შორისა ა 26:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.
ნეშტთა შორისა ა 26:31 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 26:31 კონტექსტში
26:29იცჰარელთაგან ქენანიაჰუ და მისი ძმები ისრაელში საგარეო სამსახურზე იყვნენ გამწესებულნი მზირებად და მსაჯულებად.
26:30ხებრონელთაგან: ხაშაბიაჰუ და მისი ძმები, მაგარი ვაჟკაცები, ათას შვიდასნი, დანიშნულნი იყვნენ ისრაელზე იორდანის გაღმიდან დასავლეთამდე, უფლის ყოველგვარი საქმისათვის და მეფის ყოველგვარი სამსახურისთვის.
26:31ხებრონელებს იერია ხებრონელი ჰყავდათ თავკაცად თავიანთ გვარ-ტომში, მამისსახლში. დავითის მეფობის მეორმოცე წელს გამოიკითხეს და მათ შორის მაგარი ვაჟკაცები აღმოაჩინეს გალაადის იაყზერში.
26:32მათი ძმანი, მაგარი ვაჟკაცები, ორიათას შვიდასნი იყვნენ - მამისსახლის თავკაცნი. დავით მეფემ ისინი რეუბენიანებში, გადელებში და მენაშეს ტომის ნახევარში გაამწესა ღვთის ყველა საქმისთვის და სამეფო საქმისთვის.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 26:31
- ნეშტთა შორისა ა 23:19ხებრონის ძენი: იერიაჰუ - უფროსი, ამარია - მეორე, იახაზიელი - მესამე, იეკამაყი - მეოთხე.
- იესო ნავეს ძე 21:39ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი.
- ესაია 16:9ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი.
- ნეშტთა შორისა ა 29:27ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 26
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში