
ნეშტთა შორისა ა 28:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, სასხურებლებისთვის, ჯამებისთვის. ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
ნეშტთა შორისა ა 28:17 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 28:17 კონტექსტში
28:15წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრის წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია.
28:16ოქროს წონა საწირი ტაბლებისთვის და ყველა მაგიდისთვის. ასევე ვერცხლი ვერცხლის ტაბლებისთვის.
28:17ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, სასხურებლებისთვის, ჯამებისთვის. ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
28:18საკმევის სამსხვერპლოსთვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე.
28:19ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:17
- ნეშტთა შორისა ბ 4:20მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.
- ნეშტთა შორისა ბ 4:22დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
- მეფეთა ა 2:13და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში,
- მეფეთა ა 2:14ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელ ისრაელს, სილოამში მიმსვლელს.
- რიცხვთა 7:13მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
- რიცხვთა 7:14ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე;
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში