
ნეშტთა შორისა ა 28:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.
ნეშტთა შორისა ა 28:19 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 28:19 კონტექსტში
28:17ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, სასხურებლებისთვის, ჯამებისთვის. ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
28:18საკმევის სამსხვერპლოსთვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე.
28:19ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.
28:20უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
28:21აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ხალხი კი შენს ყველა ბრძანებებს ემორჩილებიან.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:19
- ნეშტთა შორისა ა 28:11მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
- ნეშტთა შორისა ა 28:12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა: უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა,
- გამოსვლა 25:40იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
- ეზექიელი 1:3გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდელს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
- ეზექიელი 3:14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
- ეზექიელი 3:22იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები.
- გამოსვლა 26:30იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში