
ნეშტთა შორისა ა 28:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
ნეშტთა შორისა ა 28:5 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 28:5 კონტექსტში
28:3მაგრამ ღმერთმა მითხრა: ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ! რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილიო.
28:4უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი სამარადისოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
28:6მითხრა: შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
28:7სამარადისოდ გავამაყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და სჯულდებას, როგორც დღემდის იცავდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:5
- ნეშტთა შორისა ა 3:1ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი, ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან,
- ნეშტთა შორისა ა 3:9სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო.
- ნეშტთა შორისა ა 23:1როცა დავითი მოხუცდა და გაძღა წლებით, თავისი ვაჟი სოლომონი გაამეფა ისრაელზე.
- ნეშტთა შორისა ა 22:9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ა 22:10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში.
- ნეშტთა შორისა ბ 1:8უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე.
- ნეშტთა შორისა ბ 1:9უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე,
- ნეშტთა შორისა ა 17:14დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში