
ნეშტთა შორისა ა 28:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი სამარადისოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
ნეშტთა შორისა ა 28:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 28:4 კონტექსტში
28:2ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად.
28:3მაგრამ ღმერთმა მითხრა: ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ! რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილიო.
28:4უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი სამარადისოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
28:5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
28:6მითხრა: შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 28:4
- მეფეთა ა 16:1უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.
- ნეშტთა შორისა ა 5:2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
- მეფეთა ა 16:6როცა მოვიდნენ, დაინახა სამუელმა ელიაბი და თქვა: აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.
- მეფეთა ა 16:13აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს. ადგა სამუელი და წავიდა რამათს.
- შესაქმე 49:8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
- შესაქმე 49:10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
- ნეშტთა შორისა ა 17:27ახლა შენ დალოცე შენი მორჩილის სახლი, რათა სამარადისოდ იყოს შენ წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება სამარადისოდ.
- მეფეთა ბ 7:8ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 28
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში