
ნეშტთა შორისა ა 29:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
ნეშტთა შორისა ა 29:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 29:7 კონტექსტში
29:5ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქროჭმედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?
29:6გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და მეფის მოურავებმა.
29:7და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
29:8ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს.
29:9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:7
- ეზრა 2:69თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
- ნეემია 7:70ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.
- ნეემია 7:71მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსთვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში