
ნეშტთა შორისა ა 29:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
ნეშტთა შორისა ა 29:9 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 29:9 კონტექსტში
29:7და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
29:8ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს.
29:9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
29:10აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
29:11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 29:9
- კორინთელთა მიმართ ბ 9:7ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:8ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:3რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც.
- ნეშტთა შორისა ა 29:17ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
- იოანე 15:11ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.
- ფილიპელთა მიმართ 4:10დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.
- ფილიპელთა მიმართ 4:1ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:12ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 29
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში