
ნეშტთა შორისა ა 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
ნეშტთა შორისა ა 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 5:20 კონტექსტში
5:18რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად.
5:19აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი.
5:20მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
5:21წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათიათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და ასი ათასი სული ტყვე.
5:22მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 5:20
- ფსალმუნები 22:4შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
- ფსალმუნები 22:5შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
- ფსალმუნები 9:10შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
- ნეშტთა შორისა ბ 18:31როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა და უფალი შეეწია - ღმერთმა მოაშორა მას მომხდურნი.
- ფსალმუნები 20:7ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
- ფსალმუნები 20:8ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
- იესო ნავეს ძე 10:42ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის.
- ნეშტთა შორისა ა 5:22მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 5
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში