
ფსალმუნი 22:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
ფსალმუნი 22:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 22:4 კონტექსტში
22:2ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
22:3შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
22:4შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
22:5შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
22:6მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 22:4
- გამოსვლა 14:31იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
- გამოსვლა 14:13უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
- გამოსვლა 14:14უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ებრაელთა მიმართ 11:8რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.
- ებრაელთა მიმართ 11:32მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,
- ფსალმუნები 44:1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
- ფსალმუნები 44:7არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 22
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში