
ნეშტთა შორისა ა 7:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იდიყაელი - სამნი.
ნეშტთა შორისა ა 7:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 7:6 კონტექსტში
7:4თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამისსახლიდან ოცდათექვსმეტათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ.
7:5მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი.
7:6ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იდიყაელი - სამნი.
7:7ბელაყიანები: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, ირიმოთი, ყირი-ხუთნი; მამისსახლის თავკაცები და მამაცი ვაჟკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათორმეტნი არიან ჩაწერილნი.
7:8ბექერიანები: ზემირა, იოყამი, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესენი ბექერიანები არიან.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 7:6
- შესაქმე 46:21ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბეხერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
- ნეშტთა შორისა ა 8:1ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი,
- ნეშტთა შორისა ა 8:40ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.
- ნეშტთა შორისა ა 7:10იედიყაელიანები: ბილჰანი, ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.
- ნეშტთა შორისა ა 7:11ყველა ესენი იედიყაილიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.
- რიცხვთა 26:38ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო,
- რიცხვთა 26:41ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 7
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში