
ნეშტთა შორისა ა 8:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.
ნეშტთა შორისა ა 8:40 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 8:40 კონტექსტში
8:38აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიყამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი. ყველა ესენი აცელის ძენი არიან.
8:39მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე - იეყუში, მესამე - ელიფელეტი.
8:40ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 8:40
- ფსალმუნები 128:3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
- ფსალმუნები 128:6იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
- ნეშტთა შორისა ა 12:2მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:
- ნეშტთა შორისა ბ 14:8ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.
- ფსალმუნები 127:3აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
- ფსალმუნები 127:5ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 8
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში