გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ა 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ა 9:20

ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.

ნეშტთა შორისა ა 9:20 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ა 9:20 კონტექსტში

9:18და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან.

9:19შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები, მისი მამისსახლიდან - კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ.

9:20ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.

9:21ზაქარია მეშელემელის ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.

9:22ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთი დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მისანმა დააყენეს მათი ერთგულების გამო.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:20

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში