
ნეშტთა შორისა ა 9:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.
ნეშტთა შორისა ა 9:30 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:30 კონტექსტში
9:28ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
9:29სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
9:30სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.
9:31მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.
9:32ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:30
- გამოსვლა 30:23აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
- გამოსვლა 30:25დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს.
- გამოსვლა 30:35დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.
- გამოსვლა 30:38ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
- გამოსვლა 37:29დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.
- გამოსვლა 30:33ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში