
ნეშტთა შორისა ა 9:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
ნეშტთა შორისა ა 9:29 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ა 9:29 კონტექსტში
9:27ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
9:28ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
9:29სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
9:30სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.
9:31მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ა 9:29
- ნეშტთა შორისა ა 23:29ეზრუნათ საწირ პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის არწყვა-აწონაზე,
- გამოსვლა 30:23აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
- გამოსვლა 30:38ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
- გამოსვლა 27:20უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ა 9
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში