გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 10:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 10:18

იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?

კორინთელთა მიმართ ა 10:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 11 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 10:18

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “და აჰა, ამას ძველი აღთქმაც მოწმობს. ვინაიდან მათ წარმოდგენებს აღემატებოდა ნათქვამის სიდიადე, პავლე მოციქული მათთვის ჩვეულ და ნაცნობ მაგალითებს იშველიებს.”

    მთელი განმარტება

    და აჰა, ამას ძველი აღთქმაც მოწმობს. ვინაიდან მათ წარმოდგენებს აღემატებოდა ნათქვამის სიდიადე, პავლე მოციქული მათთვის ჩვეულ და ნაცნობ მაგალითებს იშველიებს.

    კარგად ბრძანებს: “ხორციელად”, ვინაიდან ისინი სულიერნი იყვნენ. მისი სიტყვების აზრი კი ასეთია: ისწავლეთ თუნდაც უხეში მაგალითებიდან, რომ მსხვერპლის მჭამელნი მსხვერპლშეწირვის თანაზიარნი ხდებიან. ხედავ, როგორ ამტკიცებს, რომ სრულყოფილად მყოფნი სრულყოფილ ცოდნას მოკლებულნი არიან, თუკი არც კი იციან, რომ ამგვარი ზიარებით მრავალს გარკვეული მეგობრობა უჩნდება დემონებთან, როდესაც ისინი ნელ-ნელა ეჩვევიან ამას? თუკი ადამიანებში მარილისა და ტრაპეზის ზიარება მეგობრობის მიზეზი და ნიშანია, იგივე შეიძლება ითქვას დემონებთან მიმართებაშიც.

    ყურადღება მიაქციე, იუდეველებზე არ უთქვამს, რომ ისინი ღმერთთან იყვნენ თანაზიარნი, არამედ, “სამსხვერპლოს მოზიარენი”, ვინაიდან შესაწირი იწვოდა. ხოლო ქრისტეს სხეულზე სხვაგვარად ბრძანებს. უფლის სხეულის ზიარება გვაქვს, რადგან ჩვენ სამსხვერპლოს კი არა, თავად ქრისტეს ვეზიარებით.

    “სამსხვერპლოს მოზიარენი” რომ თქვა, შეეშინდა, ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს კერპებს რაიმე ძალა ჰქონდეთ და ზიანის მოყენება შეეძლოთ, ამიტომ უარყოფს ამ აზრს და ამბობს: “რა ვთქვა? ის, რომ კერპი რამედ ღირს, ან კერპთშესაწირი რამეს ნიშნავს?” (1 კორ. 10:19).

    ამას ვამბობ, აგრძელებს იგი, და კერპებს იმიტომ განგაშორებთ, რომ მათ რაიმე ზიანის მოყენება შეეძლოთ, ან რაიმე ძალა ჰქონდეთ. ისინი არარაობაა. უბრალოდ, მინდა, რომ ზიზღით მოეპყროთ მათ.

    მაგრამ თუკი მას სურს, რომ ზიზღით მოვეპყროთ მათ, მაშინ რატომ გვაშორებს მათ ასეთი მონდომებით? იმიტომ, რომ მათი მსხვერპლი შენს მეუფეს არ მიერთმევა.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 10:18 კონტექსტში

10:16კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?

10:17ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.

10:18იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?

10:19მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?

10:20არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 10:18

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 10

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში