
კორინთელთა მიმართ ა 10:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.
კორინთელთა მიმართ ა 10:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 10:17
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘კურთხევისა სასუმელი, რომელსაც ვაკურთხევთ, ქრისტეს სისხლის ზიარება, არა არის?’ რას ამბობ, ნეტარო პავლე? მსმენელის შერცხვენა გსურს და საშინელი საიდუმლოებების შეხსენება, ამ საშინელ და მრისხანე სასუმელს კი კურთხევის სასუმელს უწოდებ? დიახ, ამბობს იგი, ნათქვამი არ არის უმნიშვნელო; როდესაც ვამბობ: კურთხევა, მაშინ მახსენდება ღვთის წყალობების მთელი საუნჯე და დიდებული ნიჭები. ჭეშმარიტად, სასუმელთან მიახლებისას და ზიარებისას, ჩვენ ვიხსენებთ ღვთის გამოუთქმელ წყალობებს და ყველაფერს, რაც მივიღეთ, და ვმადლობთ. Მან იხსნა კაცობრიობა ბოდვისაგან, რომ შორს მყოფნი მოგვიახლოვა, რომ სასოწარკვეთილნი და უღმერთონი ამ სოფელში თავის ძმებად და თანამემკვიდრეებად გაგვხადა. ამისათვის და ყოველივე ამის მსგავსისთვის ჩვენ ვმადლობთ მას და ამგვარად მივეახლებით. თქვენ კი, კორინთელებო, ამბობს იგი, ხომ არ იქცევით პირიქით, როდესაც აკურთხებთ ღმერთს, რომელმაც გიხსნათ კერპებისგან, და კვლავ მათ ტრაპეზებს მიმართავთ?”
მთელი განმარტება
“კურთხევისა სასუმელი, რომელსაც ვაკურთხევთ, ქრისტეს სისხლის ზიარება, არა არის?” რას ამბობ, ნეტარო პავლე? მსმენელის შერცხვენა გსურს და საშინელი საიდუმლოებების შეხსენება, ამ საშინელ და მრისხანე სასუმელს კი კურთხევის სასუმელს უწოდებ? დიახ, ამბობს იგი, ნათქვამი არ არის უმნიშვნელო; როდესაც ვამბობ: კურთხევა, მაშინ მახსენდება ღვთის წყალობების მთელი საუნჯე და დიდებული ნიჭები. ჭეშმარიტად, სასუმელთან მიახლებისას და ზიარებისას, ჩვენ ვიხსენებთ ღვთის გამოუთქმელ წყალობებს და ყველაფერს, რაც მივიღეთ, და ვმადლობთ. Მან იხსნა კაცობრიობა ბოდვისაგან, რომ შორს მყოფნი მოგვიახლოვა, რომ სასოწარკვეთილნი და უღმერთონი ამ სოფელში თავის ძმებად და თანამემკვიდრეებად გაგვხადა. ამისათვის და ყოველივე ამის მსგავსისთვის ჩვენ ვმადლობთ მას და ამგვარად მივეახლებით. თქვენ კი, კორინთელებო, ამბობს იგი, ხომ არ იქცევით პირიქით, როდესაც აკურთხებთ ღმერთს, რომელმაც გიხსნათ კერპებისგან, და კვლავ მათ ტრაპეზებს მიმართავთ?
მეტად მართალი და საშინელია მისი გამოთქმა. მისი სიტყვების აზრი კი შემდეგია: სასუმელში ის არის, რაც უფლის გვერდიდან გადმოედინა: იმას ვეზიარებით ჩვენ. კურთხევის სასუმელი იმიტომ უწოდა, რომ ჩვენ, ხელში გვეჭირა რა იგი, ვადიდებთ მას, გაოცებულნი და განცვიფრებულნი ვართ გამოუთქმელი ძღვენით, ვაკურთხევთ იმისათვის. Მან დაღვარა იგი ჩვენი ბოდვისაგან გამოსახსნელად და არა მარტო დაღვარა, არამედ ყველას მოგვანიჭა იგი. მაშასადამე, ამბობს იგი, თუ სისხლი გსურს, საკერპოს ნუ შეღებ უსულოთა სისხლის დაღვრით, არამედ ჩემი სამსხვერპლო შეღებე ჩემი სისხლით. რა არის, მითხარი, ამაზე უფრო საშინელი? რა არის უფრო მეტად სიყვარულით აღსავსე?
ასე იქცევიან მოყვარულნი: როდესაც ხედავენ, რომ მათ მიერ საყვარელნი სხვისას ისურვებენ და თავს არიდებენ თავისას, მაშინ აძლევენ მათ თავისას, რათა ჩამოაშორონ სხვისას. თუმცა მოყვარულნი ასეთ გულუხვობას იჩენენ ფულში, ტანსაცმელში, ქონებაში, ხოლო სისხლში არავინ და არასდროს; მაგრამ ქრისტემ ამითაც დაამტკიცა ჩვენდამი ზრუნვა და ცხელი სიყვარული. ძველ აღთქმაში, როდესაც ადამიანები არასრულყოფილნი იყვნენ, მან ისეთივე სისხლი, როგორსაც (წარმართები) კერპებს სწირავდნენ, ინება და თვითონაც მიიღო, რათა კერპებისაგან განეშორებინა ისინი, რაც ასევე მის გამოუთქმელ სიყვარულს ამტკიცებდა; ახლა კი მან უფრო საშინელი და სრულყოფილი საიდუმლო მოგვანიჭა, შეცვალა მსხვერპლი და ბრძანა, უსულოთა დაკვლის ნაცვლად, მისი თავი შეგვეწირა.
“პური, რომელსაც ვტეხთ, ქრისტეს სხეულის ზიარება, არა არის?” რატომ არ თქვა: ზიარება? იმიტომ, რომ უფრო მეტის გამოხატვა სურდა, დიდი ერთიანობის ჩვენება. ზიარებით ჩვენ არა მარტო ვხდებით მონაწილეები და თანაზიარნი, არამედ ვუერთდებით ქრისტეს. როგორც სხეული (ქრისტესი) არის ქრისტესთან შეერთებული, ასევე ჩვენც ამ პურით ვუერთდებით მას. რატომ დაამატა: “რომელსაც ვტეხთ”? იმიტომ, რომ ეს ევქარისტიაში ხდება; ხოლო ჯვარზე ეს არ მომხდარა, არამედ პირიქით: “ძვალი მისი, ამბობს წერილი, არ შეიმუსროს” (იოან. 19:36). რაც მას ჯვარზე არ განუცდია, იმას განიცდის ძღვენში შენთვის და თავს დაანებებს, რომ გატეხონ, რათა აღავსოს ყველანი.
შემდეგ თქვა: “ზიარება სხეულისა”: რამდენადაც ზიარებული განსხვავდება იმისგან, რასაც ეზიარება, აქრობს ამ, ერთი შეხედვით, მცირე განსხვავებასაც. კერძოდ, თქვა რა: “ზიარება სხეულისა”, კიდევ უფრო მჭიდრო სიახლოვის გამოხატვა სურს და ამბობს: “რამეთუ ერთ პურ ვართ, ერთ ხორც ვართ მრავალნი” (1 კორ. 10:17). რას ვამბობ: ზიარება? აგრძელებს იგი, ჩვენ მის სხეულს წარმოვადგენთ. რა არის ეს პური? ქრისტეს სხეული. რანი ხდებიან ზიარებულნი? ქრისტეს სხეულად, არა მრავალ სხეულად, არამედ ერთ სხეულად. როგორც პური, რომელიც მრავალი მარცვლისაგან შედგება, ერთად იქცევა, ისე, რომ თუმცა მასში არის მარცვლები. Ისინი არ ჩანს და მათი განსხვავება შეუმჩნეველია მათი შეერთების გამო, ასევე ჩვენც ვუერთდებით ერთმანეთს და ქრისტეს. ჩვენ ერთმანეთს კი არ ვკვებავთ, არამედ ყველანი ერთი და იმავე სხეულით. ამიტომაც დასძენს: “რამეთუ ყველანი ერთისა მის პურისაგან ვეზიარებით”. თუ ჩვენ ერთით ვიკვებებით და ყველანი ერთნი ვხდებით, მაშ, რატომ არ ვავლენთ ერთსა და იმავე სიყვარულს, რატომ არ ვხდებით ერთნი ამ მხრივაც? ძველ დროში ჩვენს წინაპრებს ასე ჰქონდათ სწორედ: “და სიმრავლესა მას მორწმუნეთასა, ამბობს (წერილი), გული და სული ჰქონდა ერთი” (საქ. 4:32). ახლა კი ასე არ არის, არამედ სრულიად პირიქით: ყველას შორის სხვადასხვაგვარი ბრძოლებია: ჩვენ, წევრები, ერთმანეთის მიმართ უარესად ვართ განწყობილნი, ვიდრე გარეული მხეცები. ქრისტემ თავის თავთან შეგაერთა შენ, ამდენად განშორებულს მისგან; შენ კი არ გსურს ძმასთანაც კი სათანადოდ შეერთება, არამედ განეშორები მას, მაშინ როდესაც ღირსი გახდი უფლის ასეთი სიყვარულისა და ცხოვრებისა. მას უბრალოდ კი არ მოუცია თავისი სხეული. Ძველი ხორცის ნაცვლად, რომელიც, თავისი ბუნებით მიწიდან წარმომდგარი, ცოდვით იყო განმკვდარი და სიცოცხლეს მოკლებული, მან შემოიტანა, ასე ვთქვათ, სხვა შემადგენლობა და სხვა საფუარი, თავისი ხორცი. Თუმცა ბუნებით იგივეა, მაგრამ ცოდვისაგან შორს არის და სიცოცხლით სავსე, და ყველას მოგვანიჭა იგი, რათა, მისით ვიკვებებოდეთ რა და ძველ, მომაკვდავ (ხორცს) ვიშორებდეთ, ამ ტრაპეზით უკვდავ ცხოვრებაში განვემზადოთ.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 10:17 კონტექსტში
10:15მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.
10:16კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?
10:17ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.
10:18იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?
10:19მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 10:17
- რომაელთა მიმართ 12:5ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
- კოლასელთა მიმართ 3:15დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
- კორინთელთა მიმართ ა 12:27ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,
- კორინთელთა მიმართ ა 12:12ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
- გალატელთა მიმართ 3:26რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით.
- გალატელთა მიმართ 3:28აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
- ეფესელთა მიმართ 4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
- ეფესელთა მიმართ 4:4ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 10
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში