
კორინთელთა მიმართ ა 12:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.
კორინთელთა მიმართ ა 12:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 12:14
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ვინაიდან ყველანი ერთი სულით, ამბობს, ერთ სხეულად მოვინათლეთ, იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი’ (1 კორ. 12:13). რას გვეუბნება მოციქული? ერთი სულით შევიქმენით ერთ სხეულად და განვახლდით, რამეთუ არც ერთს უგია სხვა სული და არც მეორეს, სხვა. და არა მარტო გამანათლებელი სულია ერთადერთი, არამედ ისიც, რისთვისაც მოგვანიჭა ნათლისღება, ერთია. ჩვენ ხომ სხვადასხვა სხეულის შესაქმნელად არ მოვინათლეთ, არამედ იმისთვის, რომ ყველანი ერთ სხეულს შევადგენდეთ ერთმანეთის მიმართ. ნათლისღებით ერთ სხეულად ვიქეცით. მაშასადამე, ჩვენი შემქმნელიც ერთია და ისიც, რაშიც შეგვქმნა, ერთია.”
მთელი განმარტება
“ვინაიდან ყველანი ერთი სულით, ამბობს, ერთ სხეულად მოვინათლეთ, იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი” (1 კორ. 12:13). რას გვეუბნება მოციქული? ერთი სულით შევიქმენით ერთ სხეულად და განვახლდით, რამეთუ არც ერთს უგია სხვა სული და არც მეორეს, სხვა. და არა მარტო გამანათლებელი სულია ერთადერთი, არამედ ისიც, რისთვისაც მოგვანიჭა ნათლისღება, ერთია. ჩვენ ხომ სხვადასხვა სხეულის შესაქმნელად არ მოვინათლეთ, არამედ იმისთვის, რომ ყველანი ერთ სხეულს შევადგენდეთ ერთმანეთის მიმართ. ნათლისღებით ერთ სხეულად ვიქეცით. მაშასადამე, ჩვენი შემქმნელიც ერთია და ისიც, რაშიც შეგვქმნა, ერთია.
მოციქულს არ უთქვამს, ერთ სხეულს მივეკუთვნებითო, არამედ თქვა: “ყველანი ერთ სხეულად”. იგი ყოველთვის ცდილობს, ზუსტი სიტყვები გამოიყენოს. მან შესანიშნავად თქვა: “ყველანი”, რითაც საკუთარი თავიც მოგვიერთა. მე, მოციქულს, არანაირი უპირატესობა არ მაქვს თქვენ წინაშე ამ მხრივ. შენც ისევე ხარ სხეული, როგორც მე, და მეც ისევე, როგორც შენ. ყველას ერთი და იგივე თავი გვაქვს და ერთი და იმავე შობით ვიშვით, ამიტომაც შევადგენთ ერთსა და იმავე სხეულს.
მაგრამ რას ვანიშნებ, ამბობს, იუდეველებზე? წარმართები, რომლებიც ასე შორს იყვნენ ჩვენგან, ღმერთმა ერთი სხეულის შემადგენლობაში მოიყვანა. ამიტომ, როდესაც თქვა: “ყველანი”, ამით არ შემოიფარგლა, არამედ დასძინა: “იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი”. თუ ჩვენ, რომლებიც ადრე ასე დაშორებულნი ვიყავით ერთმანეთს, შევერთდით და ერთნი გავხდით, მით უფრო არ უნდა ვწუხდეთ და ვდარდობდეთ შეერთების შემდეგ, რადგან უკვე აღარ არის ადგილი განსხვავებისთვის. თუ მან ერთი და იმავე პატივით აღგვამაღლა წარმართნიც და იუდეველნიც, მონებიც და თავისუფალნიც, განა ამის შემდეგ გაგვყოფს, მაშინ როდესაც თვით ამ ნიჭთა თანაზიარება სრულყოფილ ერთობას ემსახურება?
“და ყველანი ერთი სულით ვსვამდით. ვინაიდან სხეული ერთის ორგანოსაგან კი არ შედგება, არამედ მრავლისაგან” (1 კორ. 12:13-14). ანუ, ყველანი ერთსა და იმავე საიდუმლოს ვეზიარებით, ერთი და იმავე ტრაპეზიდან ვიღებთ საზრდოს. რატომ არ თქვა, ერთსა და იმავე ხორცს ვჭამთ და ერთსა და იმავე სისხლს ვსვამო? იმიტომ, რომ სულის დასახელებით ორივე იგულისხმა, სისხლიც და ხორციც. ორივეთი ვსვამთ ერთ სულს. თუმცა, მეჩვენება, რომ აქ საუბარია სულის იმ გარდამოსვლაზე, რომელიც ჩვენზე ნათლისღებისას აღესრულება, ზიარების საიდუმლომდე. “ვსვამდით” იმიტომ თქვა, რომ ეს გადატანითი გამოთქმა მეტად შეეფერება მოცემულ საკითხს, თითქოს მცენარეებსა და ბაღზე საუბრობდეს, რომ ყველა ხე ერთსა და იმავე წყაროდან, ერთი და იმავე წყლით ირწყვება. ასევე, ჩვენც, ამბობს, ყველანი ერთსა და იმავე სულს ვსვამთ, ერთსა და იმავე მადლს ვიღებთ.
მაშასადამე, თუ ერთმა სულმა შეგვქმნა და ერთ სხეულად გაგვაერთიანა ყველანი, რასაც სიტყვები “ერთ სხეულად მოვინათლეთ” ნიშნავს, და ერთი ტრაპეზი მოგვანიჭა. Ერთი და იგივე მადლი მოგვანიჭა ყველას, რასაც სიტყვები “ყველანი ერთი სულით ვსვამდით” ნიშნავს, და ერთმანეთთან ასე დაშორებულნი შეგვკრიბა ერთად და მრავალნი მხოლოდ მაშინ შეადგენენ სხეულს. Ერთნი ხდებიან, რაღაზე დაობ შენ განსხვავებაზე? თუ იტყვი, რომ ასოები მრავალია და განსხვავებულია, იცოდე, რომ სწორედ ეს არის საკვირველი და სხეულის თავისებურება, რომ მასში მრავალი და განსხვავებული ერთს შეადგენს. ხოლო სიმრავლე რომ არ იყოს, ასე საკვირველი და საოცარი არ იქნებოდა სხეულის ერთობა. ან უკეთ რომ ვთქვათ, მაშინ სხეულიც არ იარსებებდა.
გრიგოლ ნოსელი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 12:14 კონტექსტში
12:12ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
12:13რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.
12:14ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.
12:15და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
12:16ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 12:14
- კორინთელთა მიმართ ა 12:27ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,
- კორინთელთა მიმართ ა 12:28რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.
- ეფესელთა მიმართ 4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
- კორინთელთა მიმართ ა 12:12ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.
- კორინთელთა მიმართ ა 12:19მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 12
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში