
ეფესელთა მიმართ 4:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
ეფესელთა მიმართ 4:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
ეფესელთა მიმართ 4:25 კონტექსტში
4:23განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
4:24და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
4:26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:25
- კოლასელთა მიმართ 3:9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
- ზაქარია 8:16აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან,
- იგავესნი 12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
- რომაელთა მიმართ 12:5ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
- ეფესელთა მიმართ 4:15არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმხრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი - ქრისტე,
- იგავესნი 8:7ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება.
- იგავესნი 12:17ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.
- იგავესნი 12:19მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში