გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 13:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 13:1

კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

კორინთელთა მიმართ ა 13:1 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 7 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-20 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 13:1

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “სიყვარული სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ უმნიშვნელოვანესად, თუნდაც იმიტომ, რომ ნიჭები არა თუ აერთიანებდნენ, არამედ ჰყოფდნენ კიდეც შეერთებულებს, სიყვარულს კი ძალუძს, თავისთავად შეაერთოს დაყოფილნი და ერთ ხორცად აქციოს ისინი. თუმცა, ამას მოციქული უეცრად როდი ამბობს, არამედ იმაზე მიუთითებს, რაც მათ განსაკუთრებით სურდათ, ესე იგი, რომ სიყვარული ასევე ნიჭია და უპირატესი გზაა ყველა ნიჭის მისაღებად. მაშასადამე, თუკი არ გსურს, გიყვარდეს ძმა შენი, როგორც გმართებს, სიყვარული იქონიე თუნდაც იმისთვის, რომ სასწაულთმოქმედების დიდი ნიჭი და უხვად მადლი მიიღო.”

    მთელი განმარტება

    სიყვარული სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ უმნიშვნელოვანესად, თუნდაც იმიტომ, რომ ნიჭები არა თუ აერთიანებდნენ, არამედ ჰყოფდნენ კიდეც შეერთებულებს, სიყვარულს კი ძალუძს, თავისთავად შეაერთოს დაყოფილნი და ერთ ხორცად აქციოს ისინი. თუმცა, ამას მოციქული უეცრად როდი ამბობს, არამედ იმაზე მიუთითებს, რაც მათ განსაკუთრებით სურდათ, ესე იგი, რომ სიყვარული ასევე ნიჭია და უპირატესი გზაა ყველა ნიჭის მისაღებად. მაშასადამე, თუკი არ გსურს, გიყვარდეს ძმა შენი, როგორც გმართებს, სიყვარული იქონიე თუნდაც იმისთვის, რომ სასწაულთმოქმედების დიდი ნიჭი და უხვად მადლი მიიღო.

    დააკვირდი, რაზე იწყებს მოციქული საუბარს: უპირველესად იმაზე, რასაც ისინი საოცრად და დიდად თვლიდნენ, ესე იგი ენების ნიჭზე. ამ ნიჭზე საუბრისას კი წარმოაჩენს მას არა ისეთად, როგორიც მათ ჰქონდათ, არამედ გაცილებით დიდებულად. არ ამბობს: “ენაჲთა კაცთაჲთა ვიტყოდი”, არამედ: “ენაჲთა კაცთაჲთა და ანგელოზთაჲთა, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმნე ვითარცა რვალი, რომელი ზუზუნებდეს, გინა წივილი, რომელი ჴმიანობდეს” (1 კორ. 13:1). რას ნიშნავს, კაცთა ენებითა? მთელი სამყაროს ხალხთა ენებით. ამ გაძლიერებითაც რომ არ დაკმაყოფილდეს, კიდევ უფრო მეტს ამატებს და ამბობს: “და ანგელოზთაჲთა, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმნე ვითარცა რვალი, რომელი ზუზუნებდეს, გინა წივილი, რომელი ჴმიანობდეს”. ხედავ, როგორ აამაღლა ეს ნიჭი და როგორ დაამდაბლა და დაამხო შემდეგ? უბრალოდ კი არ თქვა: მაშინ არარაობა ვარ, არამედ: “ვიქმნე ვითარცა რვალი, რომელი ზუზუნებდეს”, რაღაც უგრძნობი და უსულო. როგორ, რვალი, რომელი ზუზუნებდეს? გამოსცემს ხმას, მაგრამ ამაოდ, ფუჭად და ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ამას გარდა, არავითარი სარგებელი არ მომაქვს და მრავალთათვის შემაწუხებელი, მძიმე და აუტანელი ვჩანვარ. ხედავ, როგორ ემსგავსება სიყვარულის არმქონე უსულო და უგრძნობ საგნებს?

    ანგელოზთა ენაზე საუბრისას მოციქულს როდი მიაწერს ანგელოზებს ენას, არამედ გამოხატავს შემდეგს: თუნდაც ისე ვმეტყველებდე, როგორც ანგელოზები საუბრობენ ერთმანეთში, მის გარეშე (სიყვარულის გარეშე) არარაობა ვარ და უფრო მეტიც, მძიმე და აუტანელი. მსგავსად ამისა, სხვა ადგილასაც, როდესაც ამბობს: “რაჲთა სახელსა იესუჲსა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელთათა” (ფილ. 2:10), ანგელოზებს მუხლებსა და ძვლებს როდი მიაწერს, ნუ იყოფინ! არამედ ჩვენი თაყვანისცემის მსგავსებით სურს გამოხატოს ანგელოზთა გულმოდგინე თაყვანისცემა. ასევე აქაც ენაზე საუბრობს და გულისხმობს არა სხეულის ორგანოს, არამედ ჩვენთვის ცნობილი საუბრის მანერით გამოხატავს მათ ურთიერთ საუბარს.

    გარდა ამისა, რათა მისი სიტყვები უფრო ადვილად მიეღოთ, იგი არ ჩერდება ენების ნიჭზე, არამედ მიუთითებს სხვა ნიჭებზეც და სიყვარულის გარეშე მათ უმნიშვნელობას რომ აჩვენებს, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოგვიდგენს მის სახეს. ვინაიდან მას სურდა, თანდათან გაეძლიერებინა საუბარი, მცირედიდან დიდამდე ამაღლდება. ის, რაც ნიჭების ჩამოთვლისას ბოლოს დაასახელა, ესე იგი ენების ნიჭი, ახლა პირველ ადგილზე დააყენა და როგორც უკვე ვთქვი, ნელ-ნელა მცირედიდან დიდამდე ამაღლდება.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. აბბა ამონი4 საუკუნე
  5. მაკარი ეგვიპტელი4 საუკუნე
  6. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  7. ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე
  8. სევერიანე გაბალელი5 საუკუნე
  9. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  10. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  11. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 13:1 კონტექსტში

13:1კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

13:2წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

13:3მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 13:1

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 13

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში