
კორინთელთა მიმართ ა 13:5: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
კორინთელთა მიმართ ა 13:5 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(1 თეს. 2:19). და კიდევ: თქვენ “ჩვენი სასოება, სიხარული და დიდების გვირგვინი ხართ”. მაშასადამე, პავლეს სიხარული მოწაფეები იყვნენ, ხოლო ისინი ხარობდნენ მისი სიხარულით; ამიტომაც ტიროდა იგი, როდესაც ხედავდა დაღუპულებს. მეორე მხრივ, მათი სარგებელი პავლეში იყო მოთავსებული; ამიტომაც ამბობდა იგი: “ისრაელის სასოებისათვის ვარ ამ ბორკილებით შებორკილი” (საქ. 28:20). და კიდევ: “ამიტომ ყველაფერს ვიტან რჩეულთათვის, რათა მათაც მოიპოვონ ხსნა” (2 ტიმ. 2:10).
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 18 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 9 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 13:5
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘არ იქცევა უწესოდ’ (1 კორ. 13:5). რას ვამბობ, აგრძელებს მოციქული, რომ სიყვარული არ ამაყობს? იგი იმდენად შორს არის ამ ვნებისაგან, რომ საყვარელი ადამიანისათვის უკიდურესი განსაცდელის დათმენაც კი არ მიაჩნია უპატიოდ. მას არ უთქვამს, რომ თუმცა უპატიობას ითმენს, მაგრამ ვაჟკაცურად იტანს მას, არამედ ის, რომ მას არც კი გრძნობს უპატიობას. თუკი ვერცხლის მოყვარულნი, საკუთარი მოგებისათვის ყოველგვარ უსიამოვნებას ითმენენ და არა თუ არ რცხვენიათ. Ხარობენ კიდეც, მით უფრო ღირსსახელოვანი სიყვარულის მქონე, საყვარელი ადამიანების საკეთილდღეოდ არ იტყვის უარს არაფერ მსგავსზე და არა თუ არ იტყვის უარს, არამედ არც კი შერცხვება, როდესაც რაიმეს ითმენს.”
მთელი განმარტება
“არ იქცევა უწესოდ” (1 კორ. 13:5). რას ვამბობ, აგრძელებს მოციქული, რომ სიყვარული არ ამაყობს? იგი იმდენად შორს არის ამ ვნებისაგან, რომ საყვარელი ადამიანისათვის უკიდურესი განსაცდელის დათმენაც კი არ მიაჩნია უპატიოდ. მას არ უთქვამს, რომ თუმცა უპატიობას ითმენს, მაგრამ ვაჟკაცურად იტანს მას, არამედ ის, რომ მას არც კი გრძნობს უპატიობას. თუკი ვერცხლის მოყვარულნი, საკუთარი მოგებისათვის ყოველგვარ უსიამოვნებას ითმენენ და არა თუ არ რცხვენიათ. Ხარობენ კიდეც, მით უფრო ღირსსახელოვანი სიყვარულის მქონე, საყვარელი ადამიანების საკეთილდღეოდ არ იტყვის უარს არაფერ მსგავსზე და არა თუ არ იტყვის უარს, არამედ არც კი შერცხვება, როდესაც რაიმეს ითმენს.
თუმცა, რომ ცუდი მაგალითები არ მოვიყვანოთ, ამ მხრივ ქრისტეს შევხედოთ და ვიხილავთ ნათქვამის ჭეშმარიტებას. უფალი ჩვენი იესუ ქრისტე აფურთხებასა და გვემასაც კი ითმენდა საწყალი მონებისაგან და არა თუ უპატიოდ არ მიაჩნდა ეს, არამედ ხარობდა და დიდებად უთვლიდა ამას. ყაჩაღი და კაცისმკვლელი სამოთხეში სხვებზე ადრე შეიყვანა, მეძავს ესაუბრებოდა, თანაც ყველა მისი ბრალმდებლის თანდასწრებით და ეს სამარცხვინოდ არ მიაჩნდა. Ნება დართო, ეკოცნა მის ფეხებზე, ცრემლებით დაესველებინა მისი სხეული და თმით შეემშრალა, და ეს ყველაფერი მტრებისა და მოწინააღმდეგეების თვალწინ, იმიტომ, რომ სიყვარული არ იქცევა უწესოდ.
ამიტომაც, მამები, თუნდაც ყველაზე ბრძენნი და მჭევრმეტყველნი იყვნენ, შვილებთან ერთად ლუღლუღს არ ერიდებიან და ამაზე არავინ განსჯის მათ, არამედ პირიქით, ეს იმდენად კარგ საქმედ ითვლება, რომ ქებასაც კი იმსახურებს. თუკი შვილები ცუდები არიან, ისინი მომთმენად ცდილობენ მათ გამოსწორებას, აკვირდებიან მათ, იცავენ მათ ცუდი საქციელებისაგან და არ რცხვენიათ, იმიტომ. Სიყვარული არ იქცევა უწესოდ, არამედ, როგორც ოქროს ფრთებით, ფარავს საყვარელი ადამიანების ყველა შეცდომას.
იონათანიც ასევე სიყვარულით იყო გამსჭვალული დავითის მიმართ. ამიტომაც, როდესაც მამის სიტყვები მოისმინა: “მრუში დედაკაცის შვილო, ქალებში აღზრდილო” (1 მეფ. 20:30), არ შეჰრცხვენია, თუმცა სიტყვები დიდი საყვედურით იყო სავსე. ისინი შემდეგს ნიშნავდნენ: მეძავი ქალების შვილო, რომლებიც მამაკაცებისადმი ვნებით არიან შეპყრობილნი და ყველას ეძლევიან, გასუსტებულო, უძლურო, რომელსაც არაფერი მამაკაცური არ გაგაჩნია და შენი და შენი მშობელი დედის სირცხვილისათვის ცხოვრობ. რა? განა ამან ააღელვა იგი, შეარცხვინა და ჩამოაშორა საყვარელს? სულაც არა, პირიქით, თავისი სიყვარულით ხარობდა. თუმცა საული მაშინ მეფე იყო, იონათანი, მეფის შვილი, ხოლო დავითი, დევნილი და მაწანწალა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას თავისი სიყვარულის არ რცხვენოდა, იმიტომ, რომ სიყვარული არ იქცევა უწესოდ.
ჭეშმარიტად, მასში გასაოცარი ის არის, რომ იგი არა თუ არ უშვებს წყენასა და გულისტკივილს შეურაცხყოფის შემთხვევაში, არამედ ხარობს კიდეც. ამიტომაც იონათანი, თითქოს გვირგვინი მიიღო, წავიდა და დავითს გადაეხვია, იმიტომ, რომ სიყვარულმა არ იცის უპატიობა და იმითაც კი ხარობს, რისიც სხვას რცხვენია. მისთვის სირცხვილია, არ შეეძლოს სიყვარული, ან სიყვარულით არ დადგეს საფრთხის წინაშე და არ დაითმინოს ყველაფერი საყვარელი ადამიანებისათვის.
თუმცა, როდესაც მე ვამბობ: ყველაფერი, არ იფიქრო, თითქოს ვგულისხმობ მავნებელსაც, მაგალითად, თუკი ვინმე დაეხმარება ახალგაზრდას ქალისადმი (დანაშაულებრივ) სიყვარულში, ან სთხოვს რაიმე სხვა მავნებლის გაკეთებას. ასეთ ადამიანს არ უყვარს, როგორც მე ეს თქვენამდე ეგვიპტელის მაგალითით დავამტკიცე. მხოლოდ მას უყვარს, ვინც საყვარელ ადამიანს სასარგებლოს უსურვებს, ხოლო ვინც სიკეთეს არ ეძებს, თუნდაც ათასჯერ თქვას, რომ უყვარს, ყველა მტერზე უფრო მტერია.
ასე ოდესღაც რებეკაც, ძლიერად იყო მიჯაჭვული შვილზე და ქურდობაზეც კი გაბედა, არ რცხვენოდა და არ ეშინოდა მხილების, და არცთუ მცირე საფრთხე მოელოდა, არამედ. Შვილმა შეეწინააღმდეგა, უთხრა: “შენზე იყოს ჩემი წყევლა, შვილო ჩემო” (დაბ. 27:13). ხედავ ცოლში მოციქულის სულს? როგორც პავლე, თუკი შესაძლებელია მცირეს დიდთან შედარება, იუდეველებისათვის ანათემას უსურვებდა თავს, ასევე იგი წყევლასაც კი თანხმდებოდა, ოღონდ მის შვილს კურთხევა მიეღო. სიკეთეს მას უთმობდა, რადგან თვითონ არ შეეძლო მასთან ერთად კურთხევაში მონაწილეობა, ხოლო ბოროტების მიღებას მხოლოდ საკუთარ თავზე თანხმდებოდა და თან ხარობდა, ჩქარობდა, მაშინ. Საფრთხე ემუქრებოდა და საქმის სინელე აწუხებდა, ეშინოდა, რომ ესავი იაკობს არ დაასწრებდა და მის ბრძნულ განკარგულებას ამაოდ არ აქცევდა. ამიტომაც გამოხატავს მოკლედ, წაახალისებს ახალგაზრდას და, არ უარყოფს მის სიტყვებს, გამოთქვამს აზრს, რომელიც საკმარისია მის დასარწმუნებლად; არ უთხრა: შენ ამაოდ ამბობ ამას და ამაოდ გეშინია, მამაშენი მოხუცია და მხედველობა არ აქვს, არამედ რა? “შენზე იყოს ჩემი წყევლა, შვილო ჩემო”, ოღონდ საქმე არ გააფუჭო, ნადავლი ხელიდან არ გაუშვა, საუნჯე არ დაკარგო.
იაკობი თვითონ არ იყო ორი შვიდეულის განმავლობაში თავისი ნათესავის მუშაკი? გარდა მონობისა, დაცინვასაც ხომ არ განიცდიდა მოტყუების შემდეგ? რა? გრძნობდა დაცინვას, უპატიოდ მიაჩნდა საკუთარი თავისთვის, რომ იგი, თავისუფალი, თავისუფალი მშობლებისაგან წარმოშობილი და კეთილშობილური აღზრდის მიმღები, თავისი ნათესავების მონა იყო, მაშინ, როდესაც ეს განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, თუკი ვინმე ახლობლებისაგან ითმენს შეურაცხყოფას? არა, და ამის მიზეზი იყო სიყვარული, რომელიც მისთვის ხანგრძლივ დროსაც კი ხანმოკლედ აქცევდა: “რამდენიმე დღედ მოეჩვენა, ამბობს წერილი, მისდა სიყვარულის გამო” (დაბ. 29:20). იმდენად შორს იყო ის იმისგან, რომ შეურაცხყოფილიყო და თავისი მონობის შერცხვებოდა! ამიტომაც სამართლიანად ამბობს ნეტარი პავლე: “სიყვარული არ იქცევა უწესოდ, თავისას არ ეძიებს, არ რისხობს”.
თქვა რა: “არ იქცევა უწესოდ”, ის გვიჩვენებს იმასაც, თუ რა სახით არ ითმენს იგი უპატიობას. როგორ? ის თავისას არ ეძიებს. საყვარელი მისთვის ყველაფერს წარმოადგენს და იგი საკუთარ უპატიობას იმას უთვლის, როდესაც არ შეუძლია მისი უპატიოებისაგან ხსნა, ისე. Თუკი საკუთარი უპატიობით შეუძლია საყვარელ ადამიანს დაეხმაროს, ამასაც კი არ თვლის საკუთარი თავისთვის უპატიოდ: საყვარელი მისთვის იგივეა, რაც თვითონ. სიყვარული ისეთია, რომ მოსიყვარულე და საყვარელი უკვე ორ ცალკეულ სახეს კი არ წარმოადგენენ, არამედ ერთ ადამიანს, რასაც ვერაფერი შეძლებს, სიყვარულის გარდა. ამიტომ, ნუ ეძიებ შენსას, რათა იპოვო შენი; ვინც თავისას ეძიებს, ვერ პოულობს თავისას. ამიტომაც ამბობდა პავლე: “არავინ ეძებდეს თავისას, არამედ სხვისას” (1 კორ. 10:24). თითოეულის სარგებელი მოიცავს მოყვასის სარგებელს, ხოლო მოყვასის სარგებელი, მის სარგებელს. როგორც საკუთარი ოქრო მოყვასის სახლში ჩამარხა და თუკი არ მოისურვებს იქ ჩასვლას, მის ძებნასა და ამოთხრას, ვერასოდეს ნახავს მას. Აქაც, ვისაც არ სურს მოყვასის სარგებელში საკუთარი სარგებლის ძიება, ვერ მიიღებს გვირგვინებს. ღმერთმა ასე მოაწყო იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვიყოთ მიჯაჭვულნი. როდესაც ვინმე ზარმაც ბავშვს ძმის გაყოლას აიძულებს, ხოლო მას ეს თავისთავად არ სურს, ძმას ხელში აძლევს რაიმეს, რაც ბავშვს უყვარს და სიამოვნებს. Მან, ამის მიღების სურვილით, მას გაჰყვეს, რაც ნამდვილად ხდება კიდეც, ასევე აქაც, თითოეულისათვის სასარგებლო ღმერთმა მოყვასეს მიანიჭა, რათა ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდეს და არ დავშორდეთ. თუ გსურს, ეს ჩვენშიც შეგიძლია დაინახო, მქადაგებლებში: ჩემთვის სასარგებლო შენშია მოთავსებული, ხოლო შენთვის სასარგებლო, ჩემში; მაგალითად, შენთვის სასარგებლოა ღვთისათვის სათნოს ცოდნა, მაგრამ ეს მე მაქვს მინდობილი, რათა შენ ეს ჩემგან მიიღო და ამიტომ იძულებული ხარ ჩემთან მოხვიდე; ხოლო ჩემთვის სასარგებლოა, რომ შენ უკეთესი გახდე, ამისათვის დიდ ჯილდოს მივიღებ, მაგრამ ეს შენზეა დამოკიდებული: ამიტომ მე მჭირდება შენზე დაკვირვება. Შენ უკეთესი გახდე და ამ სახით მე შენგან ჩემთვის სასარგებლო მივიღო. ამიტომაც ამბობდა პავლე: “ვინაიდან ვინ არის ჩვენი სასოება...? თუ არა თქვენ?” (1 თეს. 2:19). და კიდევ: თქვენ “ჩვენი სასოება, სიხარული და დიდების გვირგვინი ხართ”. მაშასადამე, პავლეს სიხარული მოწაფეები იყვნენ, ხოლო ისინი ხარობდნენ მისი სიხარულით; ამიტომაც ტიროდა იგი, როდესაც ხედავდა დაღუპულებს. მეორე მხრივ, მათი სარგებელი პავლეში იყო მოთავსებული; ამიტომაც ამბობდა იგი: “ისრაელის სასოებისათვის ვარ ამ ბორკილებით შებორკილი” (საქ. 28:20). და კიდევ: “ამიტომ ყველაფერს ვიტან რჩეულთათვის, რათა მათაც მოიპოვონ ხსნა” (2 ტიმ. 2:10).
იმავეს დანახვა შეიძლება საერო საქმეებშიც: არც “ცოლი განაგებს თავის სხეულს, ამბობს მოციქული, არამედ ქმარი, არც ქმარი თავისას, არამედ ცოლი” (1 კორ. 7:4). ასევე ჩვენც, როდესაც გვსურს რამდენიმე ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება, იმავეს ვაკეთებთ: არავის ვაძლევთ საკუთარი თავის განკარგვის ნებას, არამედ, მათგან ჯაჭვის შექმნით, ვაიძულებთ ერთს მეორეზე იყოს დამოკიდებული, ხოლო მეორეს, მესამეზე. განა იმავეს ვერ ხედავ მმართველობაში? მსაჯული ზის განსასჯელად არა საკუთარი თავისთვის, არამედ მოყვასის სასარგებლოდ; დაქვემდებარებულნი ხალისით, მორჩილებითა და ყველა სხვა ხერხით სარგებელს აწვდიან ხელისუფლებას; მეომრები ჩვენთვის იღებენ იარაღს, იმიტომ, რომ ჩვენს გამო დგებიან საფრთხის წინაშე; ხოლო ჩვენ მათთვის ვშრომობთ, იმიტომ, რომ მათგან ისინი სარჩოს იღებენ. თუკი შენ იტყვი, რომ ყველა ასე იქცევა, საკუთარი სარგებლის ძიებით, მეც იმავეს ვამბობ, ოღონდ საკუთარი სარგებელი სხვისი მეშვეობით მიიღწევა. თუკი მეომარი არ იბრძოლებს იმათთვის, ვინც მას სარჩოს აწვდის, არავინ გაუწევს მას ამ მომსახურებას; და პირიქით, თუკი ისინი მეომარს სარჩოს არ მიაწვდიან, არავინ დაიცავს მათ. ხედავ, როგორ ვრცელდება სიყვარული ყველაფერზე და ყველაფერს აწესრიგებს? მაგრამ ნუ დაიზარებ მთელი ამ ოქროს ჯაჭვის განხილვას.
თქვა რა: “თავისას არ ეძიებს”, მოციქული კვლავ სიკეთეებზე საუბრობს, რომლებიც სიყვარულიდან მომდინარეობენ. რა სიკეთეებია ეს? “არ რისხობს, ბოროტს არ განიზრახავს”. შეხედე კვლავ, როგორ ანადგურებს იგი არა თუ მანკიერებებს, არამედ მათთვის დასაწყისის მიღების ნებასაც კი არ რთავს. მას არ უთქვამს: თუმცა რისხობს, მაგრამ ძლევს გაღიზიანებას, არამედ: “არ რისხობს”. ასევე არ უთქვამს: ბოროტს არ აკეთებს, არამედ: “არ განიზრახავს”, არა თუ არ სჩადის, არამედ არც კი განიზრახავს რაიმე ცუდს საყვარელი ადამიანის წინააღმდეგ. და ჭეშმარიტად, როგორ შეუძლია მას ბოროტების კეთება, ან გაღიზიანება, როდესაც ცუდი აზრის დაშვებასაც კი არ უშვებს? და აქ არის სიყვარულის წყარო.
“სიყვარული არ ამაღლდება, არ ამაყობს, არ იქცევა უწესოდ” (1 კორ. 13:4-5). სიყვარული ბოროტებას არ უკეთებს მოყვასს; სადაც სიყვარული ბატონობს, იქ არ არის კაენი, რომელიც ძმას კლავს. გაანადგურე შურის წყარო და გაანადგურებ ყველა ბოროტების ნაკადს; მოკვეთე ფესვი და მასთან ერთად ნაყოფსაც გაანადგურებ.
ბასილი დიდი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კასიოდორე სენატორი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ტიხონ ზადონელი18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 13:5 კონტექსტში
13:3მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
13:4სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
13:5არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
13:6არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
13:7ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 13:5
- კორინთელთა მიმართ ა 10:24ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.
- ფილიპელთა მიმართ 2:3ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
- ფილიპელთა მიმართ 2:5იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
- იოანეს ეპისტოლე ა 3:16იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:17ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- ფილიპელთა მიმართ 2:21ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
- ფილიპელთა მიმართ 4:8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 13
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში