
კორინთელთა მიმართ ა 16:4: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
კორინთელთა მიმართ ა 16:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 10 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 16:4
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აქ კვლავ გულუხვობისკენ მოუწოდებს მათ. ამბობს, თუკი იმდენი შეგროვდება, რომ ჩემი წასვლაც საჭირო გახდება, მეც არ ვიტყვი უარსო. მაგრამ პირდაპირ არ შეჰპირებია ამას და არ უთქვამს, როდესაც მოვალ, თავად მივიტან შესაწირავსო, რადგან თავიდანვე რომ ეთქვა ეს, ნაკლებად განაწყობდა მათ შემოწირულობის გაზრდისკენ. ახლა კი ასეთი დამატება კარგი და დროულია.”
მთელი განმარტება
აქ კვლავ გულუხვობისკენ მოუწოდებს მათ. ამბობს, თუკი იმდენი შეგროვდება, რომ ჩემი წასვლაც საჭირო გახდება, მეც არ ვიტყვი უარსო. მაგრამ პირდაპირ არ შეჰპირებია ამას და არ უთქვამს, როდესაც მოვალ, თავად მივიტან შესაწირავსო, რადგან თავიდანვე რომ ეთქვა ეს, ნაკლებად განაწყობდა მათ შემოწირულობის გაზრდისკენ. ახლა კი ასეთი დამატება კარგი და დროულია.
სწორედ ამიტომ არ დაპირებია ამას პირდაპირ და არც სრულიად გაჩუმებულა ამაზე, არამედ ჯერ თქვა: გავგზავნიო, შემდეგ კი საკუთარი თავიც ახსენა. ამ სიტყვებში: “ხოლო თუ ღირსად იყოს ჩემი წარსვლაც”, კვლავ მათ ნებაზე ტოვებს საქმეს, ანუ მათზეა დამოკიდებული იმდენი შეაგროვონ, რომ მისთვისაც არ იყოს სირცხვილი მგზავრობის წამოწყება.
ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 16:4 კონტექსტში
16:2კვირის ყოველ პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.
16:3ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენ მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.
16:4თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
16:5ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე.
16:6შეიძლება ერთხანს დავრჩე თქვენთან და იქნებ კიდეც გამოვიზამთრო, რათა შემდეგ გამაცილოთ, საითაც წავალ.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 16:4
- კორინთელთა მიმართ ბ 8:4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
- რომაელთა მიმართ 15:25ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:19მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 16
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში