
კორინთელთა მიმართ ა 16:3: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენ მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.
კორინთელთა მიმართ ა 16:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 19 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 16:3
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘რომელნიცა გამოირჩივნეთ’, ბრძანებს წმინდა პავლე და არა ‘ვინმე’, რათა ეჭვი არ შეეპაროთ მსახურებაში. თავად კორინთელებს ანდობს ამორჩევას, თუ ვინ წაიღებს მოწყალებას. მსხვერპლს თქვენ გაიღებთ, მაგრამ გამგზავნს მე დავნიშნავო, არა, ამას არ იტყვის.”
მთელი განმარტება
“რომელნიცა გამოირჩივნეთ”, ბრძანებს წმინდა პავლე და არა “ვინმე”, რათა ეჭვი არ შეეპაროთ მსახურებაში. თავად კორინთელებს ანდობს ამორჩევას, თუ ვინ წაიღებს მოწყალებას. მსხვერპლს თქვენ გაიღებთ, მაგრამ გამგზავნს მე დავნიშნავო, არა, ამას არ იტყვის.
თითქოს თავს იშორებსო, ამის საჩვენებლად წერილებსაც ურთავდა: “რომელნიცა გამოირჩივნეთ, მათ წარვავლინნე წიგნებითურთ”. თითქოს ამბობს: მეც თქვენთან ვიქნები და ჩემი წერილებით მივიღებ მონაწილეობას მსახურებაში.
“მოწყალება” კი არა, “მადლი თქვენი” უწოდა, რათა ეჩვენებინა, რომ დიად საქმეს აღასრულებდნენ და ამით თავადაც სარგებელს ნახავდნენ. სხვაგან ამ შეწირულობას “კურთხევასაც” უწოდებს და “ზიარებასაც”. პირველს იმიტომ, რომ გულგრილნი არ გამხდარიყვნენ მსმენელნი, მეორეს კი, რომ არ ამპარტავნებოდნენ. არსად უწოდებს მას მოწყალებას.
ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 16:3 კონტექსტში
16:1რაც შეეხება წმიდათათვის განკუთვნილ შეწირულობას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
16:2კვირის ყოველ პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინახოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება.
16:3ხოლო, როდესაც მოვალ, თქვენ მიერვე სანდოდ მიჩნეულ ხალხს წერილებს გავატან და წარვგზავნი, რათა თქვენი შეწირულობა ჩაიტანონ იერუსალიმს.
16:4თუ ვნახე, რომ ღირს ჩემი წასვლა, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
16:5ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მოვივლი მაკედონიას, რადგანაც მაკედონიიდან უნდა ჩამოვიდე.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 16:3
- კორინთელთა მიმართ ბ 8:18მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:24მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:6ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენ შორის.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:4თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში.
- კორინთელთა მიმართ ა 11:34ხოლო თუ ვინმეს შია, შინ ჭამოს, რათა განსაკითხავად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს კი, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ.
- მოციქულთა საქმენი 6:1ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.
- მოციქულთა საქმენი 6:6რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:19მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 16
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში