
კორინთელთა მიმართ ა 2:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,
კორინთელთა მიმართ ა 2:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-12 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 2:6
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “სნეულ თვალს წყვდიადი სინათლეზე უკეთესი ჰგონია, ამიტომაც ბნელში ყოფნა უფრო სიამოვნებს. იგივე დაემართა სულიერ სიბრძნესაც: ღვთის სიბრძნე წარმართთათვის სიგიჟე იყო, მათი სიბრძნე კი, რომელიც ჭეშმარიტად სიგიჟეა, სიბრძნედ ითვლებოდა.”
მთელი განმარტება
სნეულ თვალს წყვდიადი სინათლეზე უკეთესი ჰგონია, ამიტომაც ბნელში ყოფნა უფრო სიამოვნებს. იგივე დაემართა სულიერ სიბრძნესაც: ღვთის სიბრძნე წარმართთათვის სიგიჟე იყო, მათი სიბრძნე კი, რომელიც ჭეშმარიტად სიგიჟეა, სიბრძნედ ითვლებოდა.
ისეთი ამბავი შეემთხვათ, თითქოს მცოდნე მეზღვაური უსაზღვრო ზღვის გადაცურვას გემისა და იალქნების გარეშე შეჰპირებოდა ვინმეს და თავისი გონებით დაემტკიცებინა. Ეს შესაძლებელია, ხოლო გამოუცდელი კაცი გემზე ასულიყო, თავი მეზღვაურისა და გემის კაპიტნისთვის მიენდო და მშვიდობით გადასულიყო ზღვა. ამ უკანასკნელის ერთი შეხედვით უმეცრება პირველის სიბრძნეზე ბრძნული აღმოჩნდებოდა. საჭის მართვა, რასაკვირველია, მშვენიერია, მაგრამ როდესაც მეტისმეტს გვპირდება, სიგიჟედ იქცევა. ასევეა ნებისმიერი ცოდნა, რომელიც თავის საზღვრებში არ რჩება.
გარეშე სიბრძნეც სიბრძნე იქნებოდა, სული რომ მიეღო, მაგრამ რაკი ყველაფერი თავის თავზე მიიწერა და იფიქრა, რომ უმაღლესი შემწეობა არ სჭირდებოდა, სიგიჟედ იქცა, თუმცა სიბრძნედ მოჩანდა. ამიტომაც პავლემ ჯერ საქმით ამხილა იგი, შემდეგ კი სიგიჟე უწოდა, ხოლო ღვთის სიბრძნეს ჯერ სიგიჟე უწოდა წარმართთა აზრით და შემდეგ დაამტკიცა, რომ იგი ჭეშმარიტი სიბრძნეა. დამტკიცების შემდეგ კი მოწინააღმდეგეების შერცხვენა ადვილია. ამიტომაც ამბობს: “სიბრძნეს კი ვეტყვით სრულქმნილთ”.
თუ მე, სიგიჟედ შერაცხილი და სიგიჟის მქადაგებელი, ბრძენკაცებს ვძლევ, მაშასადამე, სიბრძნე, რომელმაც გაიმარჯვა, სიგიჟე კი არა, სრულქმნილი სიბრძნეა და იმდენად აღემატება გარეშე სიბრძნეს, რომ იგი სიგიჟედ მოჩანს. თავდაპირველად ისე უწოდა, როგორც მას მაშინ წარმართები უწოდებდნენ და მისი უპირატესობა საქმით დაამტკიცა, ხოლო ისინი უკიდურეს სიგიჟეში ამხილა. შემდეგ კი საკუთარი სახელით მოიხსენიებს და ამბობს: “სიბრძნეს კი ვეტყვით სრულქმნილთ”. სიბრძნე უწოდა ქადაგებას და ჯვრით ხსნის გზას, სრულქმნილნი კი მორწმუნეებს უწოდა. ჭეშმარიტად სრულყოფილნი არიან ისინი, ვინც იციან, რომ ყველაფერი ადამიანური უძლურია, ზიზღით უყურებენ ამ ყველაფერს და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათ არაფერში გამოადგებათ. ასეთები კი მორწმუნეები არიან.
“მაგრამ არა ამა სოფლის სიბრძნეს”. რაში გამოადგება გარეშე სიბრძნე, რომელიც ამქვეყნიურით შემოიფარგლება და მის ფარგლებს არ სცილდება, თუნდაც აქ ვერ მოუტანოს სარგებელი მის მფლობელებს?
ამა სოფლის მთავრებად აქ დემონებს კი არ მოიხსენიებს, როგორც ზოგიერთს ჰგონია. Ადამიანებს, რომლებიც ღირსებითა და ძალაუფლებით არიან შემოსილნი და მას რაღაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ფილოსოფოსებს, ორატორებსა და მწერლებს, რომლებსაც ასევე ხშირად ჰქონდათ ძალაუფლება და ხალხის წინამძღოლები იყვნენ. ამა სოფლის მთავრებად კი იმიტომ მოიხსენიებს, რომ მათი ძალაუფლება ამ საუკუნეს არ სცილდება. ამიტომაც დასძენს: “წარმავალს”, და ამგვარად ამტკიცებს გარეშე სიბრძნის უმნიშვნელობას, როგორც მისი თვისებით, ისე მისი მფლობელების თვისებით. დაამტკიცა, რომ იგი მცდარი და სულელურია, რომ არაფრის აღმოჩენა არ შეუძლია, რომ უძლურია. ახლა კი გვიჩვენებს, რომ ხანმოკლეცაა.
“არამედ ვიტყვით სიბრძნეს ღვთისას, დაფარულსა”. რა არის დაფარული? ქრისტე ამბობდა: “რასაც ყურში გესმით, სახურავებზე იქადაგეთ” (მათ. 10:27). მაშ, რატომ უწოდებს პავლე მას საიდუმლოს? იმიტომ, რომ არც ანგელოზმა, არც მთავარანგელოზმა და არც სხვა ქმნილმა ძალამ არ იცოდა იგი მანამ, სანამ არ გამოცხადდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: “რათა ეკლესიის მიერ ეუწყოს ამჟამად ზეცაში მთავრობათა და ხელმწიფებათა ღვთის მრავალსახე სიბრძნე” (ეფეს. 3:10). ღმერთმა ისე გვიერთგულა, რომ მათაც ჩვენთან ერთად მოისმინეს იგი და ჩვენ მეგობრების მიმართ ჩვენი მეგობრობის ნიშნად მიგვაჩნია ის, როდესაც მათ გარდა არავის ვუმხელთ საიდუმლოს. ყური დაუგდონ მათ, ვინც ქადაგებით ტრაბახობენ, გარჩევის გარეშე ყველას სთავაზობენ მოძღვრების მარგალიტებს, სიწმინდეს ძაღლებსა და ღორებს უყრიან და თან ზედმეტად ბრძნობენ. საიდუმლო არ უშვებს გალამაზებას, არამედ როგორიცაა, ისეთი ზუსტად ცხადდება. იგი აღარ იქნება საიდუმლო ღვთიური და უვნებელი, თუკი მას რაიმეს დაუმატებ საკუთარი თავისგან.
საიდუმლო იმიტომაც ეწოდება, რომ მასში ვხედავთ არა იმას, რასაც ვხედავთ, არამედ ერთს ვხედავთ და მეორეს გვწამს. ასეთია ჩვენი საიდუმლოებების თვისება. სხვანაირად ვუყურებ მათ მე და სხვანაირად ურწმუნო. მესმის, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს და მის კაცთმოყვარეობას ვუცქერ; ურწმუნოს ეს უძლურებად მიაჩნია. მესმის, რომ ქრისტე მონა გახდა და მის განგებულებას ვუცქერ; ურწმუნოს ეს შეურაცხყოფად მიაჩნია. მესმის, რომ ქრისტე მოკვდა და მის ძლიერებას ვუცქერ, თუ როგორ, სიკვდილს დამორჩილებულმა, ვერ შეაკავა იგი, არამედ სიკვდილიც კი დაანგრია; ურწმუნოს კი ეს მის უძლურებად მიაჩნია. აღდგომის შესახებ რომ ესმის, ამას ზღაპარს უწოდებს, მე კი, ამ მოვლენების ჭეშმარიტებაში დარწმუნებული, თაყვანს ვცემ ღვთის განგებულებას. ნათლისღების შესახებ რომ ესმის, წარმოუდგენია მხოლოდ წყალი, მე კი ვხედავ არა მხოლოდ ხილულს, არამედ სულის უხილავ განწმენდას, რომელსაც სულიწმიდა აღასრულებს. მას ჰგონია, რომ მხოლოდ სხეული გამებანა, მე კი მწამს. Სულიც გახდა წმინდა და უბიწო და წარმოვიდგენ საფლავს, აღდგომას, განწმენდას, გამართლებას, გამოსყიდვას, შვილობას, მემკვიდრეობას, ზეციურ სასუფეველს, სულის ნიჭს, რადგან ხილულს არა უბრალო მზერით, არამედ სულიერი თვალებით ვუცქერ. ქრისტეს სხეულზეა საუბარი და მე სხვანაირად მესმის ნათქვამი და ურწმუნოს, სხვანაირად.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 2:6 კონტექსტში
2:4ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,
2:5რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა.
2:6სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,
2:7არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;
2:8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 2:6
- ებრაელთა მიმართ 5:14უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ.
- იაკობის ეპისტოლე 3:15არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:4რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.
- კორინთელთა მიმართ ა 1:18ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
- კორინთელთა მიმართ ა 1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:10ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
- კორინთელთა მიმართ ა 1:28უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
- კორინთელთა მიმართ ა 2:8სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 2
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში