გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კორინთელთა მიმართ ა 1:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

კორინთელთა მიმართ ა 1:18

ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

კორინთელთა მიმართ ა 1:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 30 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 1:18

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “სნეულთათვის და მომაკვდავთათვის ხშირად საძულველია ჯანსაღი საკვები, საძულველნი არიან მეგობრები და ახლობლები, რომელთაც ხშირად ვერც კი ცნობენ და მათი თანდასწრებითაც კი იტვირთებიან. ასევე ემართებათ სულით დაავადებულებსაც: მათ არ იციან, რა არის საჭირო ხსნისთვის და ტვირთად აწვებიან ისინი, ვინც მათზე ზრუნავს. ეს ხდება არა თვით საქმის (ხსნის) ბუნებიდან, არამედ მათი სნეულებიდან. როგორც ჭკუიდან შეშლილებს არ უყვართ ისინი, ვინც მათზე ზრუნავს და გმობენ კიდეც მათ, ასევე იქცევიან ურწმუნოებიც. მაგრამ როგორც ეს შეურაცხყოფილნი უფრო მეტად შეიბრალებენ და დასტირიან ავადმყოფებს, რადგან მათ უმძიმეს სნეულებად მიაჩნიათ, როდესაც მათ ახლობელ ადამიანებს ვერ ცნობენ. Მოვიქცეთ ჩვენ წარმართებთან მიმართებაში და უფრო მეტად ვიტიროთ მათზე, ვიდრე საკუთარ ცოლებზე, რადგან მათ არ იციან საერთო ხსნა. ქმარს იმდენად არ უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, რამდენადაც ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი და მივიყვანოთ ისინი ხსნამდე, იქნებიან ისინი წარმართები, თუ ვინც არ უნდა იყვნენ. ვიტიროთ მათზე, იმაზე, რომ სიტყვა ჯვარზე, რომელიც არის სიბრძნე და ძალა, მათთვის სიგიჟეა.”

    მთელი განმარტება

    სნეულთათვის და მომაკვდავთათვის ხშირად საძულველია ჯანსაღი საკვები, საძულველნი არიან მეგობრები და ახლობლები, რომელთაც ხშირად ვერც კი ცნობენ და მათი თანდასწრებითაც კი იტვირთებიან. ასევე ემართებათ სულით დაავადებულებსაც: მათ არ იციან, რა არის საჭირო ხსნისთვის და ტვირთად აწვებიან ისინი, ვინც მათზე ზრუნავს. ეს ხდება არა თვით საქმის (ხსნის) ბუნებიდან, არამედ მათი სნეულებიდან. როგორც ჭკუიდან შეშლილებს არ უყვართ ისინი, ვინც მათზე ზრუნავს და გმობენ კიდეც მათ, ასევე იქცევიან ურწმუნოებიც. მაგრამ როგორც ეს შეურაცხყოფილნი უფრო მეტად შეიბრალებენ და დასტირიან ავადმყოფებს, რადგან მათ უმძიმეს სნეულებად მიაჩნიათ, როდესაც მათ ახლობელ ადამიანებს ვერ ცნობენ. Მოვიქცეთ ჩვენ წარმართებთან მიმართებაში და უფრო მეტად ვიტიროთ მათზე, ვიდრე საკუთარ ცოლებზე, რადგან მათ არ იციან საერთო ხსნა. ქმარს იმდენად არ უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, რამდენადაც ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი და მივიყვანოთ ისინი ხსნამდე, იქნებიან ისინი წარმართები, თუ ვინც არ უნდა იყვნენ. ვიტიროთ მათზე, იმაზე, რომ სიტყვა ჯვარზე, რომელიც არის სიბრძნე და ძალა, მათთვის სიგიჟეა.

    პავლე მოციქული ბრძანებს: “სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათ სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხოველთა ძალა ღმრთისაჲ” (1 კორ. 1:18).

    ვინაიდან წარმართებში ჯვარი დაცინვის საგანი იყო, ისინი, ალბათ, უწოდებდნენ მას თავიანთი სიბრძნის საწინააღმდეგო სწავლებას და შეუთავსებელს თავიანთ მოძღვრებასთან. ამიტომ პავლე, გონიერებით ასწავლის: ნუ ჩათვლით მას უცნაურად და აბსურდულად; ეს საქმე თავისი ბუნებით ისეთია, რომ წარწყმედულნი ვერ ჩასწვდებიან მის ძალას, რადგან მათ დაკარგეს გონება და სიგიჟეში ჩავარდნენ. ამიტომაც ლანძღავენ და სძულთ ისინი გადამრჩენელ წამლებს. რას ამბობ შენ, ადამიანო? ქრისტე გახდა მონა, შენთვის მონის ხატება მიიღო, ჯვარს ეცვა და აღდგა; უნდა თაყვანი ეცი აღმდგარს და გაოცდე მისი კაცთმოყვარეობით, რადგან ყველაფერი ის, რაც არ გაგიკეთებია არც მამას, არც მეგობარს და არც შვილს, მან გაგიკეთა შენ, თავის მტერს და შეურაცხმყოფელს; უნდა გაგიკვირდეს ამის გამო; შენ კი სიგიჟეს უწოდებ საქმეს, რომელიც სავსეა ასეთი სიბრძნით! მაგრამ გასაკვირი არ არის; წარწყმედულთათვის დამახასიათებელია არ იცოდნენ ის, რაც ხსნამდე მიგვიყვანს. ამიტომ ნუ შეწუხდებით; არაფერია უცნაური და მოულოდნელი იმაში, რომ შეშლილები დასცინიან დიდებულ საგნებს.

    ასეთი ადამიანების დარწმუნება შეუძლებელია ადამიანური სიბრძნით; და თუ მათ ამ გზით დარწმუნებას შეეცდები, საწინააღმდეგოს გააკეთებ; იმიტომ, რომ რაც აღემატება გონებას, მხოლოდ რწმენაა საჭირო. ჭეშმარიტად, თუ ჩვენ გონების მსჯელობით მოვინდომებთ ავუხსნათ (წარმართებს), თუ როგორ გახდა ღმერთი ადამიანი, ქალწულის მუცელში დამკვიდრებით, და ამას რწმენის საგნად არ ვაღიარებთ, ისინი მხოლოდ გაიცინებენ. ვისაც ამის გონების მსჯელობით გაგება სურს, სწორედ ისინი იღუპებიან. რას ვამბობ ღმერთზე? თუ ჩვენ იგივეს გავაკეთებთ შექმნილ საგნებთან მიმართებაშიც, მაშინ დიდ სიცილს გამოვიწვევთ. დაე, მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც ყველაფერში დარწმუნება გონების მსჯელობით სურს, მოგთხოვოს აუხსნა, თუ როგორ ვხედავთ სინათლეს? შენ კი შეეცადე აუხსნა მას ეს გონების მსჯელობით. მაგრამ ამას ვერ შეძლებდი. თუ იტყვი, რომ საკმარისია თვალების გახელა, რომ დავინახოთ, მაშინ ახსნი მხედველობის ხერხს და არა თვით საქმეს. ის გიპასუხებს: რატომ არ ვხედავთ ყურებით და არ გვესმის თვალებით? რატომ არ გვესმის ნესტოებით და არ ვგრძნობთ სუნს ყურებით? თუ ის, თავის გაუგებრობაზე პასუხის მიუღებლად, გაიცინებს, განა ჩვენ უფრო მეტად არ დავექვემდებარებით დაცინვას? ამ გრძნობებს სათავე ერთსა და იმავე ტვინში აქვთ, ეს ორგანოები ასე ახლოს არიან ერთმანეთთან: რატომ არ შეუძლიათ მათ ერთი და იმავე მოქმედების წარმოქმნა? ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ არც მიზეზი და არც ამ აუხსნელი და მრავალფეროვანი მოქმედების ხერხი; და თუ ახსნას დავიწყებთ, დაცინვას დავექვემდებარებით. მივანდოთ ეს ღვთის ძალასა და უსაზღვრო სიბრძნეს და გავჩუმდეთ. ასევე, თუ ჩვენ ღვთაებრივ საგნებს გარეგანი სიბრძნის დახმარებით ახსნას მოვინდომებთ, დიდ სიცილს გამოიწვევს, არა თვით საგნების ბუნებიდან, არამედ ადამიანური უგუნურებიდან. რადგან დიდებულ საგნებს ვერ გამოხატავს ვერც ერთი სიტყვა.

    შეხედე, თუ მე ვიტყვი: ქრისტე ჯვარს ეცვა, წარმართი მიპასუხებს: შეესაბამება ეს გონებას? მან თავი ვერ იხსნა, როდესაც ჯვარზე აწამებდნენ და ტანჯავდნენ: როგორღა აღდგა ამის შემდეგ და სხვები იხსნა? თუ მას ამის ძალა ჰქონდა, სიკვდილამდე უნდა ეჩვენებინა (ასე ამბობდნენ იუდეველები); თუ მან თავი ვერ იხსნა, როგორ შეეძლო სხვების ხსნა? ეს, იტყვის, არ შეესაბამება გონებას. და მართლაც, ეს გონებაზე მაღლა დგას; ჯვარში გამოვლინდა გამოუთქმელი ძალა. ტანჯვას დაექვემდებარო და ტანჯვაზე მაღლა იყო, შეკრული იყო და გაიმარჯვე, ეს უსაზღვრო ძალის საქმეა. როგორც სამი ყმაწვილი, რომლებიც ღუმელში ჩაყარეს და ალი დათრგუნეს, უფრო სასწაულებრივად გამოჩნდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ისინი მასში არ ჩაუგდიათ; და როგორც იონა, რომელიც ვეშაპმა შთანთქა და მისგან არანაირი ზიანი არ მიუღია, უფრო დიდი გახდა, ვიდრე მაშინ. Ის ასეთ საფრთხეს არ დაქვემდებარებია, ასევე იესო ქრისტე, მოკვდა და გააუქმა სიკვდილი, უფრო დიდებულად გამოჩნდა, ვიდრე მაშინ, როდესაც ის არ მომკვდარა. ამიტომ ნუ იტყვი: რატომ არ იხსნა თავი ჯვარზე? მას სურდა სიკვდილთან ბრძოლა. ის ჯვრიდან იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა. რადგან თუ სიკვდილის ძალამ ვერ შეძლო მისი შეკავება, როგორ შეძლებდნენ ჯვრის ლურსმნები? თუმცა ეს ჩვენთვის არის ცნობილი, ხოლო ურწმუნოებისთვის არა. ამიტომაც თქვა მოციქულმა: “სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათ სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხოველთა ძალა ღმრთისაჲ” (1 კორ. 1:18).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. ესიქიოსი იერუსალიმელი5 საუკუნე
  5. ისაკ ასური6 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ნესტორ მემატიანე12 საუკუნე
  8. გრიგოლ პალამა14 საუკუნე
  9. თეოფილაქტე (გორსკი)18 საუკუნე
  10. იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე
  11. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კორინთელთა მიმართ ა 1:18 კონტექსტში

1:16მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.

1:17რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.

1:18ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

1:19რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.

1:20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?

პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 1:18

განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 1

სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში