
კორინთელთა მიმართ ა 5:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
კორინთელთა მიმართ ა 5:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (ცისკრის სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 5:7
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘გაწმიდეთ ძველი საფუარი’ (1 კორ. 5:7), ანუ ცოდვილი, თუმცა შესაძლოა, მხოლოდ მასზე როდი მიანიშნებს მოციქული, არამედ სხვებზეც, ვინაიდან არა მხოლოდ სიძვაა ძველი საფუარი, არამედ ყოველი ბიწიერება. ‘გაწმიდეთ’, ესე იგი გულმოდგინედ, ისე, რომ კვალიც კი არ დარჩეს. ამ სიტყვით პავლე მოციქული იმაზე მიანიშნებს, რომ მათ შორის ჯერ კიდევ არის ნაკლოვანებანი, ხოლო სიტყვებით: ‘რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უცომონი ხართ’, ცხადყოფს, რომ ბოროტება ყველაში როდი ბატონობს. თუმცა, ეს გამოთქმა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი წმიდაა, არამედ იმას, რომ ასეთები უნდა იყვნენ.”
მთელი განმარტება
“გაწმიდეთ ძველი საფუარი” (1 კორ. 5:7), ანუ ცოდვილი, თუმცა შესაძლოა, მხოლოდ მასზე როდი მიანიშნებს მოციქული, არამედ სხვებზეც, ვინაიდან არა მხოლოდ სიძვაა ძველი საფუარი, არამედ ყოველი ბიწიერება. “გაწმიდეთ”, ესე იგი გულმოდგინედ, ისე, რომ კვალიც კი არ დარჩეს. ამ სიტყვით პავლე მოციქული იმაზე მიანიშნებს, რომ მათ შორის ჯერ კიდევ არის ნაკლოვანებანი, ხოლო სიტყვებით: “რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უცომონი ხართ”, ცხადყოფს, რომ ბოროტება ყველაში როდი ბატონობს. თუმცა, ეს გამოთქმა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი წმიდაა, არამედ იმას, რომ ასეთები უნდა იყვნენ.
“ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა. ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და ვერაგობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარით” (1 კორ. 5:7-8).
ქრისტეც თავის მოძღვრებას საფუარს უწოდებს (მათ. 13:33). პავლე მოციქული ამ შედარებას აგრძელებს და ძველი აღთქმის მოვლენებს ახსენებს, პასექსა და უფუარ პურებს, მაშინდელ და ახლანდელ წყალობებს, ვნებებსა და სასჯელებს. ჭეშმარიტად, ახლანდელი ჟამი დღესასწაულია. მოციქული ამბობს: “ვიდღესასწაულოთ”, არა იმიტომ, რომ მაშინ პასექი ან ორმოცდამეათე დღე იყო, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ქრისტიანებისთვის ყოველი ჟამი დღესასწაულია, იმ უხვად ბოძებული სიკეთეების გამო. რა სიკეთე აკლიათ მათ? ძე ღვთისა განკაცდა შენთვის, გაგათავისუფლა სიკვდილისაგან და ცათა სასუფეველში მოგიწოდა. ნუთუ ამდენი სიკეთის მიმღები მთელი ცხოვრება არ უნდა ზეიმობდე?
ნურავინ წუხს სიღატაკის, სნეულების ან განსაცდელების გამო, ვინაიდან ჩვენთვის ყოველი ჟამი დღესასწაულია. ამიტომაც ამბობს პავლე: “გიხაროდეთ უფალში ყოველთვის; კვლავაც ვიტყვი: გიხაროდეთ” (ფილ. 4:4). დღესასწაულებზე არავინ იმოსება უწმინდური სამოსლით. ჩვენც ასევე მოვიქცეთ, რადგან სულიერი ქორწილი აღესრულება. “ცათა სასუფეველი, ბრძანებს უფალი, ჰგავს კაცს, მეფეს, რომელმაც ქორწილი გაუმართა თავის ძეს” (მათ. 22:2). როდესაც მეფე ქორწილს იხდის, თანაც თავისი ძისას, რაღა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დიდი ზეიმი? ამიტომ ნურავინ შევა ძაძებით შემოსილი. ოღონდ, სამოსზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ უწმინდურ საქმეებზე. თუკი მაშინ, როდესაც ყველას ნათელი სამოსელი ემოსა, მხოლოდ ერთი, უწმინდური სამოსლით მყოფი გააძევეს სირცხვილით, დაფიქრდი, რაოდენ დიდი სიფრთხილე და სიწმიდე მოეთხოვება ამ ქორწილში შემსვლელთ.
თუმცა, პავლე მოციქული უფუარ პურს მხოლოდ ამიტომ როდი ახსენებს, არამედ ძველი და ახალი აღთქმის ნათესაობის საჩვენებლადაც და იმის ასახსნელადაც, რომ უფუარი პურის შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნება აღარ შეიძლება. Ვინც დაბრუნებას მოისურვებს, მას იგივე დაემართება, რაც იმათ (ისრაელიანებს), ვინაიდან მათთან მომხდარი ამჟამინდელის სახეა, თუმცა იუდეველი ამას უტიფრად უარყოფს. თუ ჰკითხავ, ვერაფერს დიდებულს ვერ გიპასუხებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, ბევრ რამეს იტყვის, მაგრამ იმას ვერ იტყვის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ვინაიდან ჭეშმარიტება არ იცის. ის იტყვის, რომ ეგვიპტელები, რომლებსაც ჩვენ შევაკავებდით, ღმერთმა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ თავად დაიწყეს ჩვენი ძალდატანებით დევნა, თუმცა მანამდე გვაკავებდნენ და დროც კი არ მოგვცეს ცომის ასაფუებლად. ხოლო თუ მე მკითხავ, მოისმენ არა ეგვიპტეზე და ფარაონზე, არამედ დემონური საცთურისა და ეშმაკის ბნელისაგან განთავისუფლებაზე, არა მოსეზე. Ძე ღვთისაზე, არა მეწამულ ზღვაზე, არამედ ნათლისღებაზე, რომელიც ურიცხვ სიკეთეს მოიცავს და რომელშიც ძველი ადამიანი იძირება.
კვლავ, თუ ჰკითხავ იუდეველს, რატომ გაურბის ყოველნაირად საფუარს, ის აქაც დადუმდება და მიზეზს ვერ იტყვის. Ერთი მომავლის სახე იყო და თავისი მიზეზი აწმყოში ჰქონდა, მეორე კი პირიქით, იუდეველთა ბიწიერებისაგან დასაცავად იყო და იმისთვის, რომ ისინი სამუდამოდ ჩრდილში არ დარჩენილიყვნენ. რას ნიშნავს, მითხარი, რომ კრავი მამრობითი სქესის უნდა იყოს, უმანკო, ერთწლიანი და ძვალი არ უნდა გადაეტეხათ? რას ნიშნავს მეზობლების მოწვევის, ფეხზე მდგომარე ჭამის, საღამოს და სახლის სისხლით ცხების ბრძანება (გამოს. 12)? ის ამაზე სხვა ვერაფერს იტყვის, მხოლოდ ეგვიპტეს გაიძახის. მე კი ვიტყვი, რას ნიშნავს სისხლი და რას ნიშნავს საღამო, რას ნიშნავს, რომ ყველამ ერთად და ფეხზე მდგომმა უნდა ჭამოს.
მისმინე, მისმინე სახეების და ძველი აღთქმის განგებულების შემდეგ, როგორია განგებულება ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ. რა არის ქრისტეს მოსვლა? მონობისაგან ხსნა, ძველი საჭიროებისაგან განთავისუფლება, შვილად აყვანის პატივი, ცოდვათა მიტევების წყარო, ჭეშმარიტად უკვდავი ცხოვრება ყველაში. ზეგარდამო რომ ხედავდა ჩვენ, სიკვდილით დატანჯულთ, ხრწნილების ბორკილებით შეკრულთ, ერთი გარდაუვალი და შეუქცევადი გზით მიმავალთ, მოვიდა და მამობრივი რჩევის თანახმად, პირველსახე მიიღო. სიტყვამ ჩვენთვის მსახურება არ ანგელოზებს და არც მთავარანგელოზებს მიანდო, არამედ თავად იტვირთა ჩვენთვის ბრძოლა და მამობრივ მცნებებს დაემორჩილა. ვინაიდან წმიდა ღვთაებრივი სული ყველასთვის მიუწვდომელი იყო და ყველას როდი შეეძლო მისი უშუალო გავლენის შეგრძნება, ის თავად, ნებსით შეკრებილი, მოვიდა ისეთი, როგორიც ისურვა, თავისთავად არც ნაკლები გახდა. Უარესი და არც დიდება დაუკარგავს, და მამობრივი ძლიერების სიუხვის გამო არც ის დაუკარგავს, რაც ჰქონდა, არამედ ისიც კი შემატა, რაც არ ჰქონდა. მოვიდა ისეთი, როგორადაც შეეძლოთ მისი მიღება. და რაკი საჭირო იყო რაიმე ჭურჭელი ღვთაებრივი სულისთვის, რათა პირველნი გამხდარიყვნენ ადამიანური ბუნებისა და არსების თანაზიარნი, მან განწმინდა და თანააღრიცხა, გამოყო და მოისროლა ის, რაც ბინძური და უვარგისი იყო. Წმიდა, ნათელი და ბრწყინვალე გააბრწყინა, ელვარებით გაანათა, გარშემო ელვარება შემოავლო, ააგიზგიზა, მცირე ტაძრად აქცია, ქალწულებაში აღზარდა და. Ასე ვთქვათ, ანგელოზის ხარისხამდე აიყვანა, ხორციელად მიიღო ადამიანური ხატი, წარმოშობით სულიერი (აღმოსავლეთი) და გარეგნობით ადამიანური.
აი, რატომ აღწერა წმიდა წერილმა იგი მეტად იდუმალად და თქვა: “აჰა, კაცი, რომლის სახელია ყლორტი” (ზაქ. 6:12), ყლორტი სწორედ როგორც სულით, ხოლო კაცი ხორცით, ვინაიდან “სული წმიდა გადმოვა შენზე და ძალა მაღლისა დაგჩრდილავს შენ; ამიტომაც იწოდება შობილი წმიდა ძედ ღვთისად” (ლუკ. 1:35). ვინაიდან მისი წარმოშობა არაჩვეულებრივი და ღვთაებრივი იყო, ბუნებრივია, სულიც გაოცდა და თქვა: “მის მოდგმას ვინ მოთვლის” (ეს. 53:8)? არსებობს ღვთაებრიობის ოთხი გამორჩეული სახელი, რომლებიც სხვებზე უფრო მიზანშეწონილია, როდესაც საუბარია სულზე: ეს არის, უფლება, ღვთაებრიობა, ძეობა და საუკუნო მეუფება; ნახე, ნუთუ არ ღირსებია მას ამ სათნოებებისა და დიდების მიღება. ჯერ ნახე, ის უფალია. “უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემ მარჯვნივ” (ფს. 109:1). ხედავ, რომ ის უფალია უფლისაგან? ნახე, ის მისი ძეც არის. “ის მიხმობს მე: შენ ხარ მამა ჩემი... და მე მას პირმშოდ დავაყენებ” (ფს. 88:27-28), და: “შენ ხარ ძე ჩემი; მე დღეს გშობე შენ; მთხოვე მე და ხალხებს სამკვიდროდ მოგცემ შენ” (ფს. 2:7-8). ხედავ, რომ ის ძეა პირმშო და მხოლოდშობილი? ნახე, ის ღმერთიცაა. “გამოფიტულნი შენთან მოვლენ და შენი იქნებიან, შენს კვალს გამოგყვებიან, ბორკილებშებმულნი მოვლენ და თაყვანს გცემენ, და ვედრებით გეტყვიან: მხოლოდ შენთან არის ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის. ჭეშმარიტად, შენ ხარ ღმერთი დაფარული” (ეს. 45:14-15). ნახე, რომ ის ღმერთია? ნახე, ის საუკუნო მეფეც არის. “ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; სიმართლის კვერთხი არის შენი სამეფო კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და შეიძულე უკეთურება, ამიტომ გცხო შენ, ღმერთო, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი შენს მოზიარეებზე მეტად” (ფს. 44:7-8). ნახე, რომ ის მეფეა? ნახე, ის, მეფე, ძალთა უფალიცაა. “აღმართეთ, ბჭენო, თქვენი თავები და აღიმართენით, საუკუნო კარებო, და შემოვა დიდების მეფე! ვინ არის დიდების მეფე? უფალი ძლიერი და მძლეველი, უფალი, ბრძოლაში ძლიერი. ვინ არის დიდების მეფე? უფალი ძალთა, ის არის დიდების მეფე” (ფს. 23:7-8, 10). ხედავ, რომ ის, მეფე, ძალთა უფალიცაა? ხოლო შემდგომში დაინახავ, რომ ის იყო საუკუნო მღვდელმთავარიც. “დაიფიცა უფალმა და არ გადათქვამს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით” (ფს. 109:4). ამიტომ, თუ ის არის უფალიც, ღმერთიც, ძეც, მეფეც, ძალთა უფალიც და საუკუნო მღვდელმთავარიც, როდესაც მოისურვებს, ადამიანიცაა. ვინ შეიცნობს მას? უეჭველია, გარეგნულად ის ადამიანია, ხოლო წინასწარ ღმერთი. და რომ არ მოგვეჩვენოს ადამიანთა აზრით, შემთხვევით და წარმოშობის არმქონე მოჩვენებად ან სულად, რომელიც დედამიწაზე გამოჩნდა, ისმინე, რომ ის ყრმაც იყო. “ისმინეთ, დავითის სახლო! ცოტაა თქვენთვის ადამიანთა შეწუხება, რომ ჩემი ღმერთის შეწუხებაც გინდათ? ამიტომ თავად უფალი მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუელს” (ეს. 7:13-14). “ვინაიდან ყრმა შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა ჩვენ; მთავრობა მის ბეჭებზეა და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ღმერთს ძლიერს, საუკუნო მამას, მშვიდობის მთავარს” (ეს. 9:5-6). უეჭველია, ეს დიდებული იესო მოვიდა ჩვენთან, როგორც ღმერთი და ადამიანი: არავინ უნდა დაეჭვდეს. უფლობა ადამიანურ სხეულში მოთავსდა. ასევე ადამმა მამისაგან პირველი იდუმალი სუნთქვა დედამიწაზე მიიღო, მიწად მყოფმა, ვინაიდან ღვთაებრივი სული ზიანს არ განიცდის, ღვთის ნებით სხეულთან შეერთებისას. და თუ პირველი მიწა იტევს წმიდა სულს, სულიერი სხეული იტევს ქრისტეს უკვდავ ცხოვრებას. ამიტომ, როდესაც სული მხოლოდ იმაში მოვიდოდა, ვინც ცოდვისა და სიკვდილის მონობაში იყო, სხეულის დიადი გამოჩენა ზედმეტი იქნებოდა, ცოდვა და სიკვდილი რომ არ დამარცხებულიყო. მაგრამ საჭირო იყო ცოდვის განადგურებაც. ამიტომაც “ცოდვა არ ჩაუდენია და მის ბაგეში ზაკვა არ ყოფილა” (1 პეტ. 2:22). ამიტომაც შეიმოსა მან თავიდან ეს საწყალი და მოკვდავი სხეული, როგორც მასზე სული ამბობს: “არც სახე აქვს და არც დიდებულება; და ვიხილეთ იგი და არ იყო მასში სახე, რომელიც მიგვიზიდავდა მასთან. ის იყო შეურაცხყოფილი და დამცირებული ადამიანთა წინაშე” (ეს. 53:2-3). “ცოდვიანი ხორცის მსგავსებით, ცოდვის გამო მსხვერპლად და დაგმო ცოდვა ხორცში” (რომ. 8:3) და აჩვენა, რომ არა ჯანმრთელებს სჭირდებათ მკურნალი, არამედ სნეულებს. ის კურნავდა ჩვენს უძლურ სხეულებს, განსაკუთრებით კი ძლიერი ძალით კურნავდა სნეულებებს, რათა აღსრულებულიყო თქმული: “მე, უფალმა, მოგიწოდე შენ სიმართლით და ხელში გიპყრობ და დაგიცავ შენ. Დაგაყენებ შენ ხალხისთვის აღთქმად, სინათლედ წარმართთათვის, რათა აუხილო თვალები ბრმებს, რათა გამოიყვანო ტყვეები საპყრობილედან და ბნელში მსხდომნი, ციხიდან. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი” (ეს. 42:6-8). “ისმინეთ, ყრუებო, და უცქირეთ, ბრმებო, რომ იხილოთ. სიკვდილის ჩრდილისა და ქვეყანაში მსხდომთათვის ამოვიდა ნათელი. მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა იმღერებს” (ეს. 42:18, მათ. 4:16, ეს. 35:6). მას შემდეგ, რაც ბოროტება ნაწილ-ნაწილ განადგურდა, უკანასკნელი მტერი, სიკვდილი დაემხობა. “სიკვდილო, სად არის შენი საწერტელი” (ოს. 13:14)?
ასეთი იყო პასექი, რომელიც იესომ ისურვა ჩვენთვის შეეწირა. ტანჯვით გაგვათავისუფლა ტანჯვისაგან და სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი და ხილული საზრდელით მოგვანიჭა თავისი უკვდავი ცხოვრება. აჰა, იესოს მაცხოვნებელი სურვილი!
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გრიგოლი დიდი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე სვიმეონ თესალონიკელი15 საუკუნე ნიკოდიმოს მთაწმინდელი18 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 5:7 კონტექსტში
5:5სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
5:6საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
5:7მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
5:8ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 5:7
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:19არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:20ქრისტესი, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე იყო წინასწარ განჩინებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენთვის,
- ეფესელთა მიმართ 4:22განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
- კოლასელთა მიმართ 3:5მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.
- კოლასელთა მიმართ 3:9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
- იოანე 1:29მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
- გამოსვლა 13:6შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
- გამოსვლა 13:7ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში.
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 5
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში