
ეფესელთა მიმართ 4:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
ეფესელთა მიმართ 4:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
ეფესელთა მიმართ 4:22 კონტექსტში
4:20ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე,
4:21რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), -
4:22განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას,
4:23განახლებულიყავით თქვენი გონების სულით
4:24და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.
პარალელური ადგილები: ეფესელთა მიმართ 4:22
- რომაელთა მიმართ 6:6რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას.
- ებრაელთა მიმართ 12:1ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი.
- იაკობის ეპისტოლე 1:21ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:1მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:2როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.
- ებრაელთა მიმართ 3:13არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით.
- ტიტეს მიმართ 3:3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდომილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
- კოლასელთა მიმართ 3:7რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.
განაგრძე კითხვა: ეფესელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: ეფესელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში