
კორინთელთა მიმართ ა 9:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
კორინთელთა მიმართ ა 9:7 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(1 კორ. 9:7). ამით მოციქული იმ დიდ მზრუნველობას გულისხმობს, რომელიც მოძღვარს მოწაფეების მიმართ უნდა ჰქონდეს.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 5 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-11 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კორინთელთა მიმართ ა 9:7
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მოციქულთა მაგალითი უძლიერესი მტკიცებულებაა იმისა, რომ შესაძლებელია ამის კეთება. ახლა კი, ჩვეულებისამებრ, პავლე მოციქული შედარებებსა და საყოველთაოდ მიღებულ ჩვეულებებს მიმართავს და ამბობს: ‘რომელი მეომარი მსახურობს საკუთარი ხარჯებით?’ (1 კორ. 9:7).”
მთელი განმარტება
მოციქულთა მაგალითი უძლიერესი მტკიცებულებაა იმისა, რომ შესაძლებელია ამის კეთება. ახლა კი, ჩვეულებისამებრ, პავლე მოციქული შედარებებსა და საყოველთაოდ მიღებულ ჩვეულებებს მიმართავს და ამბობს: “რომელი მეომარი მსახურობს საკუთარი ხარჯებით?” (1 კორ. 9:7).
შეხედეთ, რაოდენ შესაფერისია მოცემული შედარებები და რაოდენ ზუსტად მიუთითებს იგი უპირველესად საქმეზე, რომელიც საფრთხეებთან არის დაკავშირებული, სამხედრო სამსახურზე, იარაღსა და ომზე. ასეთია მოციქულობაც, ოღონდ გაცილებით უფრო რთული. მოციქულებს ბრძოლა ჰქონდათ არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ დემონებთან და მათ წინამძღოლთან.
თუკი ამქვეყნიური მთავრები, სასტიკნი და უსამართლონი, არ მოითხოვენ მეომრებისგან, რომ ომში წავიდნენ და საფრთხეებს დაექვემდებარონ საკუთარი ხარჯებით, შესაძლებელია კი, რომ ქრისტე ამას მოითხოვდეს მოციქულებისგან?
პავლე მოციქული მხოლოდ ერთი შედარებით არ კმაყოფილდება, ვინაიდან უბრალო ადამიანი უფრო ადვილად რწმუნდება მაშინ, როდესაც ხედავს, რომ საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება ღვთის მცნებებთან თანხმობაშია. ამიტომაც მოჰყავს სხვა მაგალითი: “ვინ არის ისეთი, ვინც ვენახს დარგავს და მისი ნაყოფისაგან არ შეჭამს?” (1 კორ. 9:7). პირველი შედარებით მან საფრთხეები გამოხატა, ამ უკანასკნელით კი, შრომა, დიდი გულმოდგინება და მონდომება.
შემდეგ მესამე შედარებას ამატებს: “ვინ არის ისეთი, ვინც ფარას მწყემსავს და ფარის რძეს არ ჭამს?” (1 კორ. 9:7). ამით მოციქული იმ დიდ მზრუნველობას გულისხმობს, რომელიც მოძღვარს მოწაფეების მიმართ უნდა ჰქონდეს.
მოციქულები იყვნენ მეომრებიც, მიწის მუშაკებიც და მწყემსებიც, რომელთაც საქმე ჰქონდათ არა მიწასთან, არც უსულო ცხოველებთან და არც ხორციელ მტრებთან, არამედ გონიერ სულებთან და დემონურ ლაშქართან.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ იცავს იგი ყველგან ზომიერებას და ცდილობს თქვას მხოლოდ სასარგებლო და არა ზედმეტი. მას არ უთქვამს: რომელი მეომარი მსახურობს და მდიდრდება? არამედ: “რომელი მეომარი მსახურობს საკუთარი ხარჯებით?” არ უთქვამს: ვინ დარგავს ვენახს და ოქროს არ მოიპოვებს, ან მთელ ნაყოფს არ მოაგროვებს? არამედ: “მისი ნაყოფისაგან არ შეჭამს?” არ უთქვამს: ვინ მწყემსავს ფარას და კრავებს არ ყიდის? არამედ: “ფარის რძეს არ ჭამს?” არა კრავებისგან, არამედ რძისგან, რითაც გამოხატავს, რომ მოძღვარი მცირედით უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ აუცილებელი საზრდო მიიღოს. ეს იმათ ეხება, ვისაც ყველაფრის ჭამა და ყველა ნაყოფის შეგროვება სურს.
ასე უბრძანა უფალმაც, როდესაც თქვა: “მუშაკი ღირსია თავისი საზრდოსი” (მათ. 10:10). მოციქული ამ შედარებებით არა მხოლოდ ამას გვასწავლის. Იმასაც გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს მღვდელი: მას უნდა ჰქონდეს მეომრის სიმამაცე, მიწის მუშაკის შრომისმოყვარეობა და მწყემსის მზრუნველობა და ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა სურდეს არაფერი, გარდა აუცილებელისა.
ეფრემ ასური4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში



თეოფილაქტე ბულგარელი
Commentary on the First Epistle to the Corinthians of Saint Apostle Paul
წყაროს გახსნა
თეოფილაქტე ბულგარელი
Interpretation of the Second Epistle to the Corinthians of the Holy Apostle Paul
წყაროს გახსნა

თეოდორიტე კვიროსელი
Interpretation of the Second Epistle of Apostle Paul to the Corinthians
წყაროს გახსნა
კორინთელთა მიმართ ა 9:7 კონტექსტში
9:5ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
9:6იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?
9:7ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
9:8იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?
9:9რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?
პარალელური ადგილები: კორინთელთა მიმართ ა 9:7
- იგავესნი 27:18ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.
- მეორე სთვლისაება 20:6ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:3ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:4არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
- კორინთელთა მიმართ ა 3:6მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
- კორინთელთა მიმართ ა 3:8დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.
- მოციქულთა საქმენი 20:28მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:18ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,
განაგრძე კითხვა: კორინთელთა მიმართ ა 9
სრულად წაიკითხე: კორინთელთა მიმართ ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში