
იგავესნი 27:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.
იგავესნი 27:18 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:18 კონტექსტში
27:16მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს იმუჭავს.
27:17რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.
27:18ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.
27:19როგორც წყალში სახე სახის პირისპირაა, ასევე კაცის გული კაცის პირისპირაა.
27:20როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:18
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:6მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
- კორინთელთა მიმართ ა 9:7ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
- ქებათა ქება 8:12ჩემი ვენახი კი ჩემ წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
- ლუკას სახარება 12:37ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 3:8დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.
- იგავესნი 22:29თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.
- ლუკას სახარება 12:43ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
- ლუკას სახარება 12:44ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელ თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში