
პეტრეს ეპისტოლე ა 5:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
პეტრეს ეპისტოლე ა 5:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 აპრილი, 2027, ბზობა: უფლის იერუსალიმად შესვლა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: პეტრეს ეპისტოლე ა 5:9
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ილარიუსი არლელი5 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე “ალბათ, მრავალი განსაცდელი იწვნიეს მათ ქრისტესთვის, ვისაც პეტრე მოციქული სწერდა. ამიტომაც ანუგეშებს იგი მათ ეპისტოლის დასაწყისშიცა და დასასრულსაც. დასაწყისში იმით, რომ ისინი უფლის ტანჯვაში თანაზიარნი ხდებიან და მომავალი დიდების მემკვიდრენი, ხოლო აქ იმით, რომ მხოლოდ ისინი როდი იტანჯებიან, არამედ ყველა მორწმუნე, ვინც კი ამქვეყნად ცხოვრობს.”
მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
პეტრეს ეპისტოლე ა 5:9 კონტექსტში
5:7მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.
5:8იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
5:9წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
5:10ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
პარალელური ადგილები: პეტრეს ეპისტოლე ა 5:9
- იაკობის ეპისტოლე 4:7მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.
- მოციქულთა საქმენი 14:22ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
- ეფესელთა მიმართ 6:11შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
- ეფესელთა მიმართ 6:13ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:21ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.
- კორინთელთა მიმართ ა 10:13სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:12ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
- ეფესელთა მიმართ 6:16ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
განაგრძე კითხვა: პეტრეს ეპისტოლე ა 5
სრულად წაიკითხე: პეტრეს ეპისტოლე ა 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

