
მეფეთა ა 10:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: სად იარეთ? მიუგო: ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.
მეფეთა ა 10:14 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 10:14 კონტექსტში
10:12თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?
10:13მორჩა ქადაგებას და ავიდა გორაკზე.
10:14უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: სად იარეთ? მიუგო: ვირებს ვეძებდით და როცა ვერსად ვიპოვეთ, სამუელთან წავედით.
10:15უთხრა საულს ბიძამ: მომიყევი, რა გითხრათ სამუელმა.
10:16უთხრა საულმა ბიძას: გამოგვიცხადა, ნაპოვნიაო ვირები. ხოლო მეფობის ამბავი, რაც სამუელმა უთხრა, არ გაუმხელია მისთვის.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 10:14
- მეფეთა ა 14:50საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
- მეფეთა ა 9:3დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.
- მეფეთა ა 9:10უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 10
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში