
მეფეთა ა 9:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
მეფეთა ა 9:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 9:10 კონტექსტში
9:8კვლავ მიუგო მსახურმა საულს და უთხრა: აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელში. მივცეთ ღვთისკაცს და გვასწავლის გზას.
9:9უწინ ისრაელში ასე ამბობდა კაცი, ღმერთთან საკითხავად რომ მიდიოდა: მოდი, წავიდეთ მისანთან (რადგან ახლა რომ წინასწარმეტყველია, უწინ მისანი ეწოდებოდა).
9:10უთხრა საულმა თავის მსახურს: სწორს ამბობ, წამო, წავიდეთ. წავიდნენ ქალაქში, სადაც ღვთისკაცი ცხოვრობდა.
9:11აიარეს ქალაქის აღმართი და შემოხვდათ წყალზე მიმავალი გოგონები და ჰკითხეს: არის აქ სადმე მისანი?
9:12მიუგეს: აქვეა, ახლოში. ოღონდ იჩქარეთ, დღეს ამოვიდა ქალაქში, რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს ხალხს ბორცვზე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში