
მეფეთა ა 12:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე.
მეფეთა ა 12:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 12:13 კონტექსტში
12:11მოავლინა უფალმა იერობაალი, ბადანი, იფთახი და სამუელი; ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
12:12დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენ წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.
12:13ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე.
12:14თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
12:15თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენ წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 12:13
- მეფეთა ა 10:24უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!
- ოსეა 13:11მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
- მეფეთა ა 8:5უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
- ფსალმუნები 78:29ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
- ფსალმუნები 78:31რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
- მეფეთა ა 11:15წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.
- მოციქულთა საქმენი 13:21მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
- მეფეთა ა 9:20ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში