
მეფეთა ა 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?
მეფეთა ა 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 9:20 კონტექსტში
9:18შეხვდა ჭიშკართან საული სამუელს და ჰკითხა: მასწავლე, სად არის აქ მისანის სახლი.
9:19მიუგო სამუელმა საულს და უთხრა: მე ვარ მისანი. წამომყევი გორაკზე; დღეს ჩემთან ერთად შეჭამთ პურს, ხოლო დილას კი გაგიშვებ. ყველაფერს გეტყვი, რაც გულში გაქვს.
9:20ნუ გადარდებს ვირები, სამი დღის წინ რომ დაკარგე, რადგან ნაპოვნია ისინი. ვის ეკუთვნის ისრაელის მთელი საუნჯე, თუ არა შენ და მამაშენის მთელ სახლს?
9:21მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
9:22წაიყვანა სამუელმა საული და მისი მსახური, შეიყვანა დარბაზში და ოცდაათი წვეული კაცის თავში დასხა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 9:20
- მეფეთა ა 8:5უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
- მეფეთა ა 12:13ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე.
- მეფეთა ა 9:3დაეკარგა ხრდალი ვირები კიშს, საულის მამას, და უთხრა კიშმა საულს, თავის შვილს: წაიყვანე ვინმე მსახური ბიჭი, წადი და მოძებნე ვირები.
- მეფეთა ა 12:15თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენ წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო.
- კოლასელთა მიმართ 3:2ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
- მეფეთა ა 4:20როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.
- ფსალმუნები 62:10არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
- მეფეთა ა 8:19არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 9
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში