
მეფეთა ა 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენ გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.
მეფეთა ა 12:23 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 12:23 კონტექსტში
12:21ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან.
12:22უფალი კი არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან გადაწყვეტილი აქვს უფალს, რომ თავის ერად გაგხადოთ თქვენ.
12:23მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენ გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.
12:24ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
12:25თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 12:23
- კოლასელთა მიმართ 1:9ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
- რომაელთა მიმართ 1:9მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ;
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:3ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:10დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება.
- მოციქულთა საქმენი 12:5ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.
- ფსალმუნები 34:11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
- იერემია 6:16ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.
- ნეშტთა შორისა ბ 6:27მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მათ მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში