
მეფეთა ა 12:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში, შეჰღაღადა თქვენმა მამა-პაპამ უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს.
მეფეთა ა 12:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 12:8 კონტექსტში
12:6უთხრა სამუელმა ხალხს: ჰო, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან გამოიყვანა.
12:7ახლა დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე ყველა სიკეთის გამო, რაც გიყოთ უფალმა თქვენ და თქვენს მამა-პაპას.
12:8როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში, შეჰღაღადა თქვენმა მამა-პაპამ უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს.
12:9მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.
12:10შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაალებსა და აშთორეთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 12:8
- გამოსვლა 4:14განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.
- გამოსვლა 4:16ის ილაპარაკებს ხალხთან შენ ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
- გამოსვლა 2:23გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
- გამოსვლა 2:24მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
- მეფეთა ა 12:6უთხრა სამუელმა ხალხს: ჰო, უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტელთა ქვეყნიდან გამოიყვანა.
- იესო ნავეს ძე 1:2მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.
- იესო ნავეს ძე 1:4უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები.
- იესო ნავეს ძე 3:10თქვა იესომ: ამით დარწმუნდებით, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და იგი აჰყრის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხივიელებს, ფერიზელებს, გირგაშველებს, ამორევლებს და იებუსეველებს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში