
მეფეთა ა 12:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაალებსა და აშთორეთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.
მეფეთა ა 12:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 12:10 კონტექსტში
12:8როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში, შეჰღაღადა თქვენმა მამა-პაპამ უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს.
12:9მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, რომელნიც ებრძოდნენ მათ.
12:10შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაალებსა და აშთორეთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.
12:11მოავლინა უფალმა იერობაალი, ბადანი, იფთახი და სამუელი; ისინი გიფარავდნენ გარეშემო მტრებისგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
12:12დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენ წინააღმდეგ და მითხარით: არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე! თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 12:10
- მსაჯულნი 10:10შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.
- მსაჯულნი 2:13დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს.
- მსაჯულნი 10:15უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
- მსაჯულნი 10:16უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
- მსაჯულნი 3:9მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
- მსაჯულნი 3:7უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს.
- ფსალმუნები 106:44იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
- მეფეთა ა 7:2გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელ ისრაელს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 12
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში