
მეფეთა ა 15:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.
მეფეთა ა 15:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 15:17 კონტექსტში
15:15მიუგო საულმა: ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ.
15:16უთხრა სამუელმა საულს: მათქმევინე, რა გამომიცხადა უფალმა წუხელ. მიუგო: თქვი.
15:17თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.
15:18დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ყამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.
15:19რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 15:17
- მეფეთა ა 9:21მიუგო საულმა და უთხრა: მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?
- მეფეთა ა 15:1უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები.
- მეფეთა ა 15:3ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.
- მეფეთა ა 10:22კვლავ შეეკითხნენ უფალს: თუ კიდევ არის აქ ვინმე მიმსვლელი? თქვა უფალმა: აჰა, ჭურჭლებს არის ამოფარებული.
- მეფეთა ა 10:1აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.
- მსაჯულნი 6:15უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.
- ოსეა 13:1როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.
- მათეს სახარება 18:4ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 15
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში