
მათეს სახარება 18:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
მათეს სახარება 18:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 18:4 კონტექსტში
18:2იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა
18:3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
18:4ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.
18:5და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს.
18:6ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 18:4
- იაკობის ეპისტოლე 4:10დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
- ლუკას სახარება 14:11რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- მარკოზის სახარება 10:43ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.
- ლუკას სახარება 9:48და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენ შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
- მათეს სახარება 20:26ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
- მათეს სახარება 20:27და ვინც თქვენ შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
- მათეს სახარება 23:11ხოლო თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
- მათეს სახარება 23:12რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 18
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში