
მეფეთა ა 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
მეფეთა ა 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:1 კონტექსტში
2:1ილოცა ხანამ და თქვა: გამიხალისდა გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა; გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით.
2:2არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი.
2:3აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედები სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:1
- ლუკას სახარება 1:46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
- ლუკას სახარება 1:56სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
- ფსალმუნები 13:5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- ესაია 12:3სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
- ფსალმუნები 92:10მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
- ფილიპელთა მიმართ 4:6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
- ფსალმუნები 89:17რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში