
ესაია 12:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
ესაია 12:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 12:2 კონტექსტში
12:1შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
12:3სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
12:4იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
პარალელური ადგილები: ესაია 12:2
- გამოსვლა 15:2ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
- ფსალმუნები 27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
- ფსალმუნები 118:14ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
- გამოცხადება 7:10ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!
- ესაია 26:3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- იონა 2:9მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!
- ესაია 45:17უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ესაია 12
სრულად წაიკითხე: ესაია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში