
მეფეთა ა 2:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.
მეფეთა ა 2:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:11 კონტექსტში
2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
2:10უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ და ციდან დამეხავს მათ უფალი, განსჯის ქვეყნის კიდეებს და მისცემს ძალას თავის მეფეს, და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს.
2:11წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად.
2:12უგვანები იყვნენ ელის ვაჟები: არც უფალი იცოდნენ
2:13და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში,
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:11
- მეფეთა ა 3:1ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.
- მეფეთა ა 2:18სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
- მეფეთა ა 1:28ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული. და თაყვანი სცა იქ უფალს
- მეფეთა ა 1:19ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
- მეფეთა ა 3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში