
მეფეთა ა 3:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
მეფეთა ა 3:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:15 კონტექსტში
3:13ხომ გამოვეცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ.
3:14ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება.
3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
3:16დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
3:17უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 3:15
- იერემია 1:6მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ.
- იერემია 1:8ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი.
- კორინთელთა მიმართ ა 16:10ხოლო თუ ტიმოთე გეწვიათ, ეცადეთ უშიშრად გყავდეთ, რადგანაც ღვთის საქმეს ასრულებს, ისევე, როგორც მე.
- კორინთელთა მიმართ ა 16:11ნურავინ უგულებელყოფს, არამედ მშვიდობით გამოისტუმრეთ, ვინაიდან ძმებითურთ ველი.
- მალაქია 1:10რომელმა თქვენგანმა დახშა კარი, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე! არ მეთნევით, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი.
- მეფეთა ა 1:9ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში