
მეფეთა ა 2:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს.
მეფეთა ა 2:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:17 კონტექსტში
2:15ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.
2:16თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
2:17ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს.
2:18სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
2:19პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:17
- მალაქია 2:7რადგან მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი.
- მალაქია 2:9მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ყოველი ხალხის თვალში, რადგან არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით რჯულში.
- მალაქია 2:13აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
- შესაქმე 13:13ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
- შესაქმე 6:11წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.
- შესაქმე 10:9ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.
- ფსალმუნები 51:4შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
- ესაია 3:8რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში