
მეფეთა ა 2:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
მეფეთა ა 2:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:16 კონტექსტში
2:14ჩაჰკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელ ისრაელს, სილოამში მიმსვლელს.
2:15ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს: მიეცი მღვდელს შესაწვავი ხორცი. მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი.
2:16თუ ეტყოდა ვინმე: ქონს დაწვავენ და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებდა: არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ.
2:17ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო ძღვენს.
2:18სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:16
- ლევიანი 7:23უთხარი ისრაელიანებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის, და არც თხის ქონი.
- ლევიანი 7:25რადგან ვინც შეჭამს პირუტყვის ქონს, რომელიც შეწირულია საცეცხლოდ უფლისადმი, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
- ლევიანი 3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:2მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:3ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.
- მიქა 2:1ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
- მიქა 2:2მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
- მსაჯულნი 18:25დანიანებმა უთხრეს: აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში