
მეფეთა ა 2:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
მეფეთა ა 2:31 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:31 კონტექსტში
2:29რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით?
2:30ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან.
2:31აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში.
2:32დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება.
2:33ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:31
- მეფეთა ა 22:17უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი.
- მეფეთა ა 22:20უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
- მეფეთა ა 4:2დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.
- მეფეთა ა 14:3მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
- ეზექიელი 30:21ადამის ძევ! მკლავი გადავუმტვრიე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. და, აჰა, არ შეხვეულა სამკურნალოდ, არ შეკრულა არტახებში, რომ მომაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
- ეზექიელი 30:24გავუმაგრებ მკლავს ბაბილონის მეფეს და ხელში მახვილს მივცემ; მკლავს გადავუმტვრევ ფარაონს და დაჭრილივით აკვნესდება მის წინაშე.
- ფსალმუნები 37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
- მეფეთა ა 4:11წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში