
მეფეთა ა 14:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
მეფეთა ა 14:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 14:3 კონტექსტში
14:1უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.
14:2საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი,
14:3მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
14:4იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე.
14:5ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 14:3
- მეფეთა ა 22:20უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები.
- მეფეთა ა 2:28ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემ წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი.
- მეფეთა ა 4:21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
- მეფეთა ა 22:9რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.
- მეფეთა ა 22:12უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემ წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა?
- გამოსვლა 28:26გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
- გამოსვლა 28:32შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 14
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში